ფსალმუნი 1Sample

"„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
წარმოიდგინე ხე ღრმად გადგმული ფესვით, დიდებული ღეროთი, ძლიერი ტოტებით, ხასხასა ფოთლებით, გაშლილი ყვავილებით და უგემრიელესი ნაყოფით. ჩემო მეგობარო, ეს შენ ხარ! ღმერთს სურს, რომ შენი ცხოვრება ასეთი იყოს.
ცოტა ხნის წინ მკითხველისგან მშვენიერი წერილი მივიღე, რომელმაც შთამაგონა, შენთვის ეს ლოცვა დამეწერა:
- ვევედრები უფალს, მოგცეს კარგი ჯანმრთელობის ძლიერი ფესვი.
- ვევერები უფალს, მოგცეს გათავისუფლების ღერო-გვირაბი, რომელის ბოლოს დიდი სიხარული და ტანჯვის დასრულია.
- ვევედრები ღმერთს, მოგცეს კეთილდღეობის ტოტები, რომლებიც ბედნიერების მომასწავებელია.
- ვევედრები ღმერთს, მოგცეს მრავალი ხასხასა ფოთლები, უხვი და წვნიანი ნაყოფი.
- ვევედრები ღმერთს, აღმართოს ყვავილოვანი კედელი, რომელიც სიმღერისა და კეთილდღეობის სურნელს აფრქვევს და სუსხიანი ქარისგან გიცავს.
- ვევედრები ღმერთს, რომ შენი ხე ნაყოფიერი იყოს, რომ კენწეროში სიუხვის ბუდე იყოს, რომელსაც ვერანაირი მტაცებელი ვერ მიწვდება, - ხე, რომელიც შენი ურყევი რწმენის, სიმტკიცის და მარადიული ბედნიერების სიმბოლოა.
დიახ, შენი ცხოვრება მდინარის პირას დარგულ ხეს დაემსგავსება, რომელიც დადგენილ დროს ნაყოფს გამოიღებს და რომელსაც ფოთოლიც კი არ მოსწყდება!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

Journey With Jesus: 3 Days of Spiritual Travel

Sickness Can Draw You and Others Closer to God, if You Let It – Here’s How

Here Am I: Send Me!

Journey Through Jeremiah & Lamentations

Prayer Altars: Embracing the Priestly Call to Prayer

Live Like Devotional Series for Young People: Daniel

The Way of St James (Camino De Santiago)

The Making of a Biblical Leader: 10 Principles for Leading Others Well

How Stuff Works: Prayer
