ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
რას უნდა ნიშნავდეს მის სიტყვაზე ფიქრი? ასე ღმერთი შენს გულში თავისი ფიქრისჩაწერას შეძლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წმიდა წერილი სწრაფად და გაფაციცებით უნდა ვიკითხოთ: ღვთიურ აზრებს, ღვთის სიტყვას უნდა ჩავუფიქრდეთ.
წარმოიდგინე, რომ კევს ღეჭავ, სხვადასხვა მიმართულებით ატრიალებ და მის გემოს გრძნობ..
რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა კევზე ბევრად ძვირფასია. ერთ საიდუმლოს გაგანდობ: ღმერთი თვის პირობას არ ღალატობს, ის თავისი სიტყვის ერთგულია. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი ადამიანის მსგავსად აზრს არ შეიცვლის(რიცხვ. 23:19).
ამიტომ ამ გზავნილში მე გაწვდი ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც მხოლოდ შენს გულს კი არ შეეხება, არამედ პირდაპირი გაგებით გარდაქმნის შენს ცხოვრებას.
გულისყურით წაიკითხე ბიბლიის მუხლი, ხმამაღლა გაიმეორე, გააზიარე. ეს იმედს მოგცემს და ის, რასაც ღმერთი გვპირდება, შენს ცხოვრებაში განხორციელდება.
მიმართე მაღალ ღმერთს და უთხარი: „აი, რას ამბობს შენი სიტყვა (და მუხლი წაიკითხე). მწამს, რომ ასეა. ამის განცდა მსურს. ამის განცდას ვაპირებ. შენ ხომ ადამიანი არ ხარ, რომელიც აზრს შეიცვლის!“.
მაგალითისთვის გთავაზობ ამ მუხლს, რომელიც ღვთის სიტყვაზე დაფიქრებაში დაგეხმარება:
"უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი. ამიტომ თვითონ წაიბირძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ“ (იერ. 20:11).
თამამად აირჩიე სხვა მუხლი, რომელიც უფრო მიესადაგება შენს სიტუაციას. კურთხეული იყავი დღეს!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

Zechariah: Hope for God's Presence | Video Devotional

Connect

Receive

Inspire 21-Day Devotional: Illuminating God's Word

Go

Renew Your Mind

It's Okay to Worry About Money (Here's What to Do Next)

Leviticus: Living in God's Holy Presence | Video Devotional

Hebrews: The Better Way | Video Devotional
