ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
ჩვენს სახლში სალბის ერთი სახეობა იზრდება - „სისხლის წვეთი“. ლამაზი მცენარეა, მშვენიერი წითელი ყვავილებით. ზოგჯერ მისი ფოთლები ჭკნობას იწყებს და ჩვენ ვხვდებით, რომ მას წყალი მოაკლდა.
მოვრწყავთ და რამდენიმე საათში სალვიას ფოთლები ისევ ცინცხალი ხდება, ღერო სწორდება, მცენარეს სიცოცხლე უბრუნდება და ახალი კვირტები ჩნდება.
ხომ არ ჭკნება შენი ცხოვრება? გრძნობ თუ არა სიცინცხლეს?
აი რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამო ჩემმა ცხოვრებამ ოდესღაც ჭკნობა დაიწყო:
- ნეგატიური სიტყვები: რომელთაც ვამბობდი და რომლებითაც ღვთის სიტყვის ნაცვლად ვხელმძღვანელობდი.
- ღმერთთან ახლო კავშირის გაწყვეტა: როდესაც ძალზე დაკავებული ვიყავი იმისთვის, რომ მელოცა.
- არასწორი არჩევანი: როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას ისე, რომ უფალს არ ვეკითხებოდი.
- ღვთისადმი დაუმორჩილებლობა: ცდუნებამ მძლია და სულიწმიდა გავანაწყენე.
- უთანხმოება და კონფლიქტები ეკლესიაში: რამაც ტკივილი მომაყენა და გამაოგნა.
- ჩემი არაკონტროლირებადი რეაქციები: რასაც არასდროს მოუტანია მშვიდობა.
კარგ ამბავს გერტყვი: შენ არ დაჭკნები. ხსნა არის, ბრალი კი - არა. არის იმედი და არის მომავალი. „სისხლის წვეთებმა“, რომლებიც იესომ დაღვარა, ცოდვა ჩამოგბანა, განგაახლა და ახალი სიცოცხლე მოგცა!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

As for Me - Pre Youth Camp

The Making of a Biblical Leader: 10 Principles for Leading Others Well

Moments of Grace for Sisters | Devotional for Women

Technology & God - God in 60 Seconds

Financial Discipleship – the Bible on Cosigning

Parenting on Point

The Good Enough Mom

Forged by Fire

Walking in His Truth: A 5-Day Journey Through God's Story
