ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
მე და ჩემს მეუღლეს, მიურიელს, ძალიან გვიყვარს ისრაელი და როცა ვახერხებთ, მივემგზავრებით ხოლმე. პატივი მერგო და იერუსალიმის თეოლოგიის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტად დამნიშნეს. ისრაელში არის ერთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად გვიყვარს. უდაბნოში რამდენიმე მილს გაივლი და უცებ ჩენს თვალწინ გრილი ადგილი გადაიშლება, - წყაროებით, ჩანჩქერებით და წყალუხვი ტბით, რომელიც მის გარშემო ამწვანებული ხეების ფესვებს კვებავს.
როგორც კი მიადგებით ამ ადგილს, მაშინვე სიგრილეს და განახლებას იგრძნობთ.
როდესაც წყალთან დანერგილ ხეზე ვფიქრობ, ეს მშვენიერი ოაზისი მახსენდება. იქნებ აქ 3000 წლის წინ თავად დავითი ყოფილა და პირველი ფსალმუნის დაწერის შთაგონება სწორედ ამ ადგილას მიიღო!
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი ცხოვრება უდაბნოს ემსგავსება. ამ დროს მნიშვნელოვანია ყველაფრის მიუხედავად წინსვლა გავაგრძელოთ. რადგან შემდეგ განახლების დრო მოდის..
ბიბლია გვამცნობს, რომ განახლების დრო უფლის მყოფობიდან მოდის ( საქმე 3:19-20).
ჩემო მეგობარო, ღმერთმა წყარო გაგიმზადა: მარადიული, ულევი, წყალუხვი, განმაახლებელი და საამო! ასე რომ გამაგრდი!
შენ განახლება გელის, - ხორციელი, სულიერი, გონებრივი, ემოციური. ახალ ცხოვრებაში რომ შეხვალ, უდაბნოს მცხუნვარება გაქრება და მას განახლების სიხარული ჩაანაცვლებს. დაე, განახლდეს შენი სული ღვთის ტახტიდან მომდინარე წყლით ( გამოცხ. 22:1).
ეს შენი ხვედრია!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

Drawing Closer: An Everyday Guide for Lent

Growing Your Faith: A Beginner's Journey

Kingdom Parenting

Be the Man They Need: Manhood According to the Life of Christ

Experiencing Blessing in Transition

Heaven (Part 3)

Heaven (Part 1)

Hebrews: The Better Way | Video Devotional

Made New: Rewriting the Story of Rejection Through God's Truth
