ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“(ფსალმ. 1:1-3).
დღეს დავასრულებთ პირველი ფსალმუნის საწყისი სამი მუხლის განხილვას. თუკი განხილვა თავიდანვე წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ.
„ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ :
- ამას გიქადის მომავალი: მოიქეცი ღვთის სიტყვის თანახმდა და წარმატებული იქნები.
- გაბედე და წინ გასწი. მიეცი შანსი საკუთარ თავს. ღმერთს შენი წარმატება სურს. ის მოგცემს შთაგონებს იმისთვის, რომ იმოქმედო.
- ზეცა ზრდას, განვითარებას და კეთილდღეობას გვპირდება. ნუ დაკარგავ ამ რწმენას. იცხოვრე ღვთის სიტყვის თანახმდა და გწამდეს: ყოველივე, რასაც იქმს, წარმატებული იქნება!
ბიბლია გვეუბნება: "და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.“ (მეორე რჯ. 28:13).
ეს ისაა, რაც ღმერთმა შენთვის განიზრახა!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

As for Me - Pre Youth Camp

The Making of a Biblical Leader: 10 Principles for Leading Others Well

Moments of Grace for Sisters | Devotional for Women

Technology & God - God in 60 Seconds

Financial Discipleship – the Bible on Cosigning

Parenting on Point

The Good Enough Mom

Forged by Fire

Walking in His Truth: A 5-Day Journey Through God's Story
