ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
იცოდით, რომ ფსალმუნების ებრაული ტექსტი იწყება სიტყვით „ნეტარია“ და იესოს პირველი ქადაგებაც ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისით, - „ნეტარი“, „ბედნიერი“, „კურთხეული“, - იწყება?
მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა:
"ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“(მათე 5:3-4).
ოქსფორდის ლექსიკონი ასე განმარტავს სიტყვას „ნეტარი“: „სიამოვნების ან კმაყოფილების (ადამიანით, მოვლენით ან სიტუაციით) გრძნობის გამოვლინება“.
ღმერთს შენთვის სიამე და კმაყოფილება სურს, როგორც აქ, დედამიწაზე, ასევე მარადისობაში!
იესო ისაა, ვისაც შენი გულის უღრმეს სურვილთა განხორციელება შეუძლია, ის ერთადერთია, ვინც ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგცემს.
თავის სიტყვაში უფალი გვირჩევს, ვიყოთ კმაყოფილები და სასოწარკვეთას ვერიდოთ. სწორედ ამას დავინახავთ უახლოესი დღეების განმავლობაში პირველი ფსალმუნის კითხვისას.
მე მწამს და დღეს შენც გიცხადებ, რომ ღმერთს შენთვის ბედნიერება სურს!
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

12 Basic Christian Doctrines

Lift Others Up: 3 Days of Encouragement

The Cultivation of Consistency

When God Is Silent: Finding Faith in the Waiting

From Choke Point to Calling: Finding Freedom With Jesus

EquipHer Vol. 23: "Living With Intentionality"

Lead With Purpose: Kingdom Principles for Entrepreneurs

The Wonder of the Wilderness

Acts 18:24-19:22 | You Don't Need to Know It All
