ფსალმუნი 1Sample

მოდით დღეს სიამოვნებაზე ვისაუბროთ.
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ტკბობა და სიამოვნება რწმენასთან შეუთავსებელია.
ჩემს გონებაში მიწიერი სიამოვნებები, როგორიცაა, ჭამა, სმა, მხიარულება, მოგზაურობა და სხვ. ერთ მხარეს იყო, მეორე მხარეს კი - ღმერთი, რომელიც მხოლოდ რთულ, დარდიან, დანაშაულის გრძნობის აღმძვრელ კითხვებს სვამდა. როგორ ვცდებოდი!
სიამოვნება ხომ ღმერთმა შექმნა! ღმერთს ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენივე კეთილდღეობისთვის სიამოვნების ჩარჩოები დააწესა. როდესაც ჩარჩოებს ვიცავთ, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, ცხოვრებით აღსავსე და ბედნიერი თავის ბუნებრივ გარემოში. აი, ეს არის უფლის სიამე.
როცა ღვთის ნებას ვარღვევთ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვიპყრობს, - მაშინაც, როცა სიამოვნებას ვლამობთ.მაგრამ თუკი მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ სიხარულია, საოცარი სიამეა!
როდესაც იესომ ნათელი იღო, ზეციდან ღვთის ხმა გაისმა:"ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17).
როდესაც ღმერთი გველაპარაკება, მიგვიძღვის და ჩვენს ცხოვრებას წარმართავს, ეს სიამის ნამდვილი გამოცდილებაა.
სიამის პოვნა მის სჯულში, ანუ მის სიტყვაში შეგიძლიათ. ბიბლია სიხარულს გვპირდება:
"მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით-უკუნისამდე"(ფსალმ. 15:11).
მეგობარო, დღეს გაუხსენი გული ღმერთს, რათა მოვიდეს და თავისი მყოფობის სიხარულით აგავსოს. დაე, შენს გულში მისი მშვიოდობა იყოს, შენს სახეზე კი მისი ღიმილი. ვლოცულობ იმისთვის, რომ შენ უფლის სიხარულს ეზიარო.
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

The Effective Mom 5-Day Devotional for the Busy Mom

God in 60 Seconds - Workplace

Gospel Courage | Share Your Faith | a 3-Day Devotional

Workplace Witness

Prayer - Empowered to Go

Dare to Dream

Hero Worship

The Law, the Christ, the Promise With R. L. Solberg

Kingdom Virtues
