ფსალმუნი 1Sample

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
დააკვირდით, რას აკეთებს ადამიანი ამ ფსალმუნში: ის ჯერ „მისდევს“, ანუ მიდის, მერე „ადგას“, ანუ დგას, მერე კი ზის. რა უნდა მოხდეს ჯდომის შემდეგ? უტიფართა და მოქილიკეთა შორის აღმოჩნდება.
მადლობა ღმერთს, რომელმაც სხვა გზა გაგიმზადა!
- ღმერთმა უბადრუკობისგან და ცოდვისგან გიხსნა.
- განსაცდელისას თავისი მადლი მოგაშველა.
- მოქილიკეებს მოგარიდა და ახალი ცხოვრებისკენ გაგიძღვა.
- უწინ მოქილიკე იყავი, ახლა კი მორწმუნე ხარ!
- შენი ცხოვრების ცენტრი იესო გახდა და სწორი გზით მიდიხარ, რადგან იესოს უმზერ.
ბევრია მოქილიკე, კრიტიკოსი, შეურაცხმყოფელი, ის, ვინც ამცირებს, აკნინებს, ვისთვისაც ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია, ვინც მუდამ უარყოფს და უკან იხევს. ასეთ ადამიანებს ადვილად ამოიცნობ: მათ სხვების განკითხვა სურთ და არა კურთხევა.
თუკი შესაძლებელია, მოერიდე ამგვართა საზოგადოებას. თუკი ეს შეუძლებელია, ნუ დაიჯერებ, რასაც ამბობენ, რათა მათმა უარყოფითმა სიტყვებმა შენს ცხოვრებაზე გავლენა არ მოახდინოს. ნუ მოუსმენ მათ ქილიკს. ნუ დაჯდები ავყიათა საკრებულოში.
ღმერთი არასდროს გაგაქილიკებს. შენზე მხოლოდ კარგს ამბობს: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი?“ (იობი 1:8).
შენ მისი შვილი ხარ და ის შენით ამაყობს. მიიღე მისი სიტყვა. ჩემო მეგობარო, გაიგე, რას ფიქრობს ღმერთი შენზე. მას მიაპყარი თვალი და ისე იარე. აი, რას გეუბნება წმიდა წერილი:
„უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.“ (სოფონია 3:17).
Scripture
About this Plan

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
More
Related Plans

The Effective Mom 5-Day Devotional for the Busy Mom

God in 60 Seconds - Workplace

Gospel Courage | Share Your Faith | a 3-Day Devotional

Workplace Witness

Prayer - Empowered to Go

Dare to Dream

Hero Worship

The Law, the Christ, the Promise With R. L. Solberg

Kingdom Virtues
