YouVersion Logo
Search Icon

ფსალმუნი 1Sample

ფსალმუნი 1

DAY 10 OF 11

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

ჩვენს სახლში სალბის ერთი სახეობა იზრდება - „სისხლის წვეთი“. ლამაზი მცენარეა, მშვენიერი წითელი ყვავილებით. ზოგჯერ მისი ფოთლები ჭკნობას იწყებს და ჩვენ ვხვდებით, რომ მას წყალი მოაკლდა.

მოვრწყავთ და რამდენიმე საათში სალვიას ფოთლები ისევ ცინცხალი ხდება, ღერო სწორდება, მცენარეს სიცოცხლე უბრუნდება და ახალი კვირტები ჩნდება.

ხომ არ ჭკნება შენი ცხოვრება? გრძნობ თუ არა სიცინცხლეს?

აი რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამო ჩემმა ცხოვრებამ ოდესღაც ჭკნობა დაიწყო:

  • ნეგატიური სიტყვები: რომელთაც ვამბობდი და რომლებითაც ღვთის სიტყვის ნაცვლად ვხელმძღვანელობდი.
  • ღმერთთან ახლო კავშირის გაწყვეტა: როდესაც ძალზე დაკავებული ვიყავი იმისთვის, რომ მელოცა.
  • არასწორი არჩევანი: როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას ისე, რომ უფალს არ ვეკითხებოდი.
  • ღვთისადმი დაუმორჩილებლობა: ცდუნებამ მძლია და სულიწმიდა გავანაწყენე.
  • უთანხმოება და კონფლიქტები ეკლესიაში: რამაც ტკივილი მომაყენა და გამაოგნა.
  • ჩემი არაკონტროლირებადი რეაქციები: რასაც არასდროს მოუტანია მშვიდობა.

კარგ ამბავს გერტყვი: შენ არ დაჭკნები. ხსნა არის, ბრალი კი - არა. არის იმედი და არის მომავალი. „სისხლის წვეთებმა“, რომლებიც იესომ დაღვარა, ცოდვა ჩამოგბანა, განგაახლა და ახალი სიცოცხლე მოგცა!

Scripture

About this Plan

ფსალმუნი 1

დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! თუკი განხილვა წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ. „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

More