გონება ბრძოლის ველი预览

გონება ბრძოლის ველი

14天中的第1天

გულმოდგინედ შემუშავებული გეგმები

„რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ [ფიზიკური მტრის წინააღმდეგ არ ვიბრძვით], არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა [გაბატონებული ბოროტი სულების] წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, (ზებუნებრივი) ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“. - ეფესელთა 6:12, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი 

- „ეს როგორ გააკეთე?“ - დაიყვირა ჰელენმა. – „ასე როგორ მოიქეცი?“

ტომი უძლური სახით უყურებდა თავის ცოლს. მან ჰელენს უღალატა, შემდეგ კი აღიარა თავისი ცოდვა და პატიება სთხოვა.

- „შენ ხომ იცოდი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“, - არ ჩერდებოდა ჰელენი. – „შენ იცოდი, რომ ეს ჩვენი ქორწინების ღალატია!“

- „არც მიფიქრია სხვა ქალთან რომანის გაბმა“, - ცრემლიანი თვალებით თავს იმათლებდა ტომი.

ის არ ცრუობდა. მას ესმოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ თავისი საქციელის შედეგებზე არ ფიქრობდა. ტომი ერთი საათის მანძილზე სთხოვდა მეუღლეს პატიებას, ბოლოს კი ისეთი რამ თქვა, რაც ჰელენს მეუღლის ქმედების მიზეზის გაგებაში და საბოლოოდ მის პატიებაში დაეხმარა. 

- „მოგიყვები, როგორ დაიწყო და სადამდე მივიდა ეს ყველაფერი“, - თქვა ტომმა.

მან დაიწყო იმით, რომ დროთა განმავლობაში ისინი ძალზედ გადაიტვირთნენ, დაკავებულები გახდნენ და ერთად დროის გატარების საშუალება აღარ რჩებოდათ. შემდეგ ტომი შეეხო ჰელენის კრიტიკულ მიდგომას მისდამი, ასევე მის გულგრილობასა და უყურადღებობას და იმას, რომ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების მოყოლის დროს, ჰელენი არ უსმენდა და გვერდში არ ედგა მას.

- „თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებია“ - დაამატა მან, - „თავიდან მეც ასე აღვიქვამდი ამ ყველაფერს...“

სატანაც ასე მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაში, ის თავის ეშმაკურ სტრატეგიას მიჰყვება. თავიდან ის ჩვენს გონებას გაღიზიანებით, ეჭვებით, შიშებით აღსავსე ფიქრებით ბომბავს, გვიმწვავებს შენიშვების მისაცემ და უკმაყოფილების გამომწვევ საკთხებს და არასწორი ფიქრებისაკენ გვიბიძგებს. ის ფრთხილად და ნელა მოქმედებს (ზედმიწევნით გათვლილი გეგმის მისაღწევად მას დრო სჭირდება).

ტომმა აღიარა, რომ გარკვეულ მომენტში ის დაეჭვდა ჰელენის სიყვარულში, რადგან ის არ უსმენდა ქმარს და არც მის სასიყვარულო განწყობას აქცევდა ყურადღებას. ტომი ამ ყველაფერზე გამუდმებით ფიქრობდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჰელენი აკეთებდა ისეთ რამეს, რაც ტომს არ მოსწონდა, ის იმახსოვდებდა და უკმაყოფილების სიას უმატებდა.

ტომის ერთ-ერთი კოლეგა მუდამ მზად იყო მოესმინა და ეთანაგრძნო მისთვის, ხოლო ერთ დღეს კი გამოუცხადა: „ჰელენი არ იმსახურებს ასეთ თბილ და მზრუნველ ქმარს, როგორიც შენ ხარ“ (სატანა ამ თანამშრომლის მეშვეობით მოქმედებდა). ყოველ ჯერზე, როდესაც ტომი არასწორ ნაბიჯს დგამდა, ის საკუთარ თავს ამგვარი ფიქრებით იმართლებდა: „ჰელენს არ ვაინტერესებ, სხვებს კი ვაინტერესებ“. ის ზოგად ფორმაში მოიხსენიებდა „სხვებს“, მაგრამ სიმანდვილეში ის გვერდით ოთახში მჯდომ თანამშრომელ ქალს გულისხმობდა.  

აღნიშნული თანამშრომელი არასოდეს ეუბნებოდა მას უარს მხარდაჭერაში. რამოდენიმე კვირაში კი ტომმა ჩაიხუტა ის და თავში ფიქრმა გაუელვა: „ნეტავი ჩემი ცოლი ჩამეხუტოს ასე“. ეს უცოდველი ჩახუტება იყო, ყოველ შემთხვევაში იმ წამს მან ასე აღიქვა. ტომი ვერ ხვდებოდა, რომ სატანა არასდროს ჩქარობს და თავის ბოროტ ჩანაფიქრებს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ის მყისვე არ უჩენს ადამიანს ვნებას, პირიქით წვრილმანიდან იწყებს - მცირედი უკმაყოფილებით, უცოდველი ჩახუტებით და ა.შ.

ტომის ისტორია ერთი ბუღალტრის ისტორიას ძალიან გავს. ამ ქალბატონს, თავის დამსაქმებელი კომპანიისათვის სამი მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდება წაუყენეს. „პირველ ჯერზე მე მხოლოდ თორმეტი დოლარი ავიღე“, - თქვა მან. – „ეს თანხა ჩემ საკრედიტო ბარათზე უნდა შემეტანა. ამ თანხის დაბრუნებას ვაპირებდი“. პირველ ჯერზე ეს ქალი არ დაუჭერიათ, ხოლო მომდევნო ორ თვეში, მან კვლავ „ისესხა“ თანხა თავისი დამსაქმებლისაგან.

როდესაც მისი ქურდობა დაადგინეს და ბრალი წაუყენეს, დამსაქმებელი კომპანია გაკოტრების პირას იყო. „არავისთვის არ მინდოდა ბოროტების გაკეთება და ზიანის მიყენება“, - თავს იმართლებდა ის. დიახ, ეს ქალბატონი დიდ ქურდობას არ აპირებდა, უბრალოდ ის პერიოდულობით მცირე თანხებს იღებდა. პროკურორმა თქვა, რომ ეს ადამიანი ოცი წლის მანძილზე ქურდავდა თავის დამსაქმებელს.

სატანაც ასე მოქმედებს - არ ჩქარობს, ფრთხილად, ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით. ის ძალიან იშვიათად მიმართავს ღია თავდასხმას. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად მას სჭირდება, რომ გონებაში უწმინდური, ეგოისტური ფიქრები ჩაგვინერგოს. თუ ჩვენ მყისვე არ მოვახდენთ რეაგირებას და არ გავნდევნით ამგვარ ფიქრებს, ისინი ჩვენში დარჩებიან, ფესვს გაიდგამენ და სატანა შეძლებს თავისი მზაკვრული, სახიფათო გეგმის განხორციელებას, რომელიც დამანგრეველ შედეგამდე მიგვიყვანს.

ჩვენი პასუხისმგებლობაა არ დავუშვათ, რომ უწმინდუმრა ფიქრებმა ფეხი მოიკიდონ ჩვენს გონებაში. პავლე მოციქული წერდა: „ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ მას ღვთის ძალა გააჩნია... მისი მეშვეობით ჩვენ ვამხობთ ყოველგვარ არგუმენტებს, თეორიებს, მოსაზრებებს და ყველა იმ ამპარტავან და ქედმაღლურს, რაც კი აღმართულია ღვთის [ჭეშმარიტი] შემეცნების წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორინთელთა 10:4-5, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი).

„უფალო იესო, შენი სახელით მე გამარჯვებას შეგევედრები. დამეხმარე, რომ ყოველი ჩემი ფიქრი შენს მორჩილებაში მოვიყვანო. დამეხმარე, მყისვე მოვიშორო ეშმაკის მიერ ჩემს გონებაში მოტანილი ფიქრები და სიტყვები, რათა ვერ შეძლონ ჩემში ფეხის მოკიდება და ჩემი დამარცხება. ამინ“.

读经计划介绍

გონება ბრძოლის ველი

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...

More