გონება ბრძოლის ველი预览

ჭეშმარიტების შეცნობა
„მაშინ თქვა იესომ ... "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით [მტკიცედ და გულმოდგინედ მიჰყვებით ჩემს სწავლებას და მათ შესაბამისად იცხოვრებთ], ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”. - იოანეს 8:21-32, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
ჩემს წიგნში „გონება - ბრძოლის ველი“ მაგალითად მოყვანილი მაქვს მერის და მისი მეუღლის - ჯონის ისტორია, რომელიც მშვიდი და თავშეკავებული ადამიანია. ბავშვობაში ის დედის სიტყვიერი ძალადობისა და თანატოლების დაცინვის მსხვერპლი იყო. მას სძულდა ჩხუბი და წინააღმდეგობას ვერ უწევდა ძალაუფლების მოყვარულ მერის. ჯონი არსებული სიტუაციის ისეთივე ტყვე იყო, როგორც მისი ცოლი. ჯონი ადანაშაულებდა მერის, მერი ადანაშაულებდა ჯონს და მათ მაგალითზე ჩვენ ნათლად ვხედავთ როგორ თესავს ეშმაკი სიცრუეს ადამიანთა გონებაში.
ჯონი დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი მოსაზრებების დაცვას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც მარცხს განიცდიდა. მისი აზრით, შეხმატკბილური ურთიერთობის ერთადერთი გზა ყველაფრის ატანითა და შეგუებით სიმშვიდის შენარჩუნება იყო.
ჯონს ეშმაკის მიერ მისთვის ჩაჩურჩულებული კიდევ ერთი სიცრუის სჯეროდა - რომ ღმერთს ის არ უყვარდა. „რატომ უნდა ვუყვარდე? მე სიყვარულის ღირსი არ ვარ...“ - ფიქრობდა ის. იმის გამო, რომ ჯონს ასეთი შეგრძნება ჰქონდა, მან მიიღო და დაიჯერა ეს სიცრუე. „ღმერთი ამბობს, რომ ყველა, ვინც იესოს ირწმუნებს, გადარჩება. ვთვლიდი, რომ მე ვირწმუნე იესო, მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ ღმერთთან შეთანხმება დავდე, არადა სინამდვილეში საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად არასდროს ვთვლიდი“.
„შენ არარაობა ხარ. შენ არაფრის ღირსი არ ხარ.“ - ეს ეშმაკის უდიდესი სიცრუეა და თუ ის შეძლებს და დაგაჯერებთ, რომ არაფრის მაქნისი, არარაობა ანდა უღირსი ხართ, ის თქვენ გონებაში დაბრკოლებებს შექმნის.
ჯონი ქრისტიანი იყო, მაგრამ ეშმაკმა მის გონებაში დაბრკოლების შექმნა შეძლო. დიდი ხნის მანძილზე ჯონმა არ იცოდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ღმერთს ის უყვარს და რომ მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. დედა არასოდეს ეუბნებოდა, რომ ის კარგი, ღირსეული პიროვნება და ღმერთის უძვირფასესი შვილი იყო, ხოლო მისი თანატოლი ამხანაგები განუწყვეტლივ ამცირებდნენ. ამიტომ, ქორწინების პირველ წლებში მერის მხრიდან კრიტიკის მოსმენამ კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჯონში არზი იმისა, რომ ის არაფრის მაქნისი იყო.
ჯონმა პავლე მოციქულის, მოსეს და ბიბლიაში ნახსენები სხვა ადამიანების მსგავსად შეიცნო, რომ ღმერთს უყვარს ის და მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია, რომ უფალი იესო ზრუნავს მასზე და რომ ყოველთვის მის გვერდითაა. ჯონმა შეიცნო ჭეშმარიტება, რამაც გაათავისუფლა ის. მან დაამსხვრია ეშმაკის მიერ მის გონებაში შექმნილი დაბრკოლებები. იესო ამბობს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით [მტკიცედ და გულმოდგინედ მიჰყვებით ჩემს სწავლებას და მათ შესაბამისად იცხოვრებთ], ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანეს 8:31-32, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი). ჯონმა ღმერთის სიტყვის შესწავლის, ლოცვის და წაკითხულზე ფიქრის მეშვეობით შეიცნო ჭეშმარიტება. ახლა ჯონი ღმერთის სიტყვას თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს და იესოს სიტყვების თანახმად ხედავს ღმერთის სიტყვის მოქმედებას და მის მიერ მოტანილი ნაყოფებით ტკბება.
გამოცდილება ჩვენი საუკეთესო მასწავლებელია. ღმერთის სიტყვიდან და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გავიგე, რომ ღმერთის სიტყვას, ეშმაკის მიერ ჩვენს გონებაში შექმნილი ყოველგვარი დაბრკოლების დამსხვრევის და განადგურების ძალა გააჩნია.
შეიცნობთ რა, რომ თქვენ სულიერი იარაღი გაქვთ და რა წუთასაც მის გამოყენებას ისწავლით, თქვენ მოიპოვებთ თავისუფლებას. გახსოვდეთ, ეშმაკი - მატყუარაა. წინ აღუდექით მას და თქვენი ცხოვრება მყისვე შეიცვლება უკეთესობისაკენ.
„ზეციერო ღმერთო, დამეხმარე განუწყვეტლივ მახსოვდეს, რომ მე შენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ვარ, როგორც სხვა ქრისტიანი ადამიანები და რომ მეც ისევე ძლიერ გიყვავრვარ, როგორც ისინი, მიუხედავად იმისა, რომ თავს უღირსად ვგრძნობ. მადლობას გიხდი უფალი იესო ქრისტეს სახელით. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More