გონება ბრძოლის ველი预览

გონება ბრძოლის ველი

14天中的第6天

ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ

„თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ, ყოველგვარი მადლის ღმერთი [რომელიც თავისი კურთხევებით გვავსებს და ყოველ ჟამს კეთილგანწყობილია ჩვენდამი], რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, რათა იყოთ ისეთები, როგორებადაც თავად შეგქმნათ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ, ძალას შეგმატებთ და დაგაფუძნებთ“. - 1 პეტრეს 5:10, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი

„რატომ გვიწევს ტანჯვა?“, „თუ ღმერთს ჭეშმარიტად ვუყვარვართ, მაშინ რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ამდენი უარყოფითი რამ?“ - მე ხშირად მესმის ამგვარი კითხვები. ათასობით წლების მანძილზე, ჩემზე ჭკვიანი ადამიანები ეძებდნენ ამგვარ კითხვებზე პასუხებს და დღემდე ვერ იპოვეს. ამიტომ, მე არც ვცდილობ მათ პოვნას. მაგრამ, აი რას ვიტყვი მე ამის შესახებ: „თუ ღმერთი გვაკურთხებდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მას ვიწამებდით, თუ ის ქრისტიან ადამიანებს ტანჯვისაგან, საჭიროებებისაგან და სირთულეებისაგან გაათავისუფლებდა, განა ეს მოსყიდვა არ გამოვიდოდა იმ მიზნით, რომ ადამიანები ქრისტეს რწმენაში მოსვლა ეიძულებინა?“

ღმერთი მომსყიდველი არ არის. მას სურს, რომ მასთან სიყვარულის გამო მივდიოდეთ და ასევე იმის გამო, რომ მისი დიდი საჭიროება გაგვაჩნია, რადგან ვიცი, რომ მის გარეშე ჩვენი საჭიროებების აღვსება შეუძლებელი იქნება.

რეალობა ის არის, რომ დაბადებიდან იმ ქვეყნად წასვლამდე, ანუ მანამ ზეცაში, უფალ იესოსთან ავალთ, ჩვენ დრო და დრო ტანჯვას განვიცდით. ზოგი ჩვენთაგანი მეტად იტანჯება, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ტანჯვა გარდაუვალია.

სირთულეების ჟამს, დახმარებისათვის ღმერთს მივმართავს. ხედავენ რა, რომ ის მუდამ გვეხმარება, სხვა ადამიანები მასზე იწყებენ ფიქრს. ყველა მათგანს არ ექნება სურვილი იწამოს ქრისტე, მაგრამ ისინი იხილავენ ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის არსებობას და ეს აიძულებს მათ გაიაზრონ ის, რასაც საკუთარ თავს აკლებენ.

დიახ, ჩვენ ყველა გავდივართ ტანჯვას, მაგრამ ამ დღეებში ასეთი ფიქრი გამიჩნდა - ტანჯვა მადლიერებას ბადებს. ცხოვრებაში სირთულეების შეხვედრისას, როდესაც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ, უფალს მივმართავთ დახმარებისათვის. ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს, სირთულეების გადალახვაში გვეხმარება, გვანუგეშებს და ჩვენი გული მადლიერებით ივსება.

ტანჯვის გავლისას, ეშმაკი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გონებაში ჩაგვინერგოს ამდაგვარი ფიქრები: „ღმერთს მათლა რომ უყვარდე, ის არ დაუშვებდა რომ შენ ამხელა პრობლემები დაგტეხოდა თავს“. ამით ის ცდილობს გვითხრას, თითქოს ღმერთის მსახურება დროის ფუჭად ხარჯვაა. მაგრამ ურწმუნო ადამიანებსაც გააჩნიათ პრობლემები. მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩვენ - მორწმუნეები ყველაფერს ღმერთის დახმარებით ვუმკლავდებით. ცხოვრებისეული ქარიშლის დროსაც კი სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. სირთულეების ჟამს ჩვენ შეგვიძლია ვიხაროთ, რადგან გვწამს რომ ღმერთთან ერთად ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ.

მძიმე ვითარების დროს სატანა შეეცდება ჩაგვინერგოს ამდაგვარი მიდგომა: „უკეთესობა არ იქნება. რა აზრი აქვს მორწმუნე რომ ხარ? ხედავ რა ხდება, როდესაც ღმერთს ენდობი და მისი დახმარება გჭირდება? მას შენთვის არ სცალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დაუშვებდა, რომ შენ ასე დატანჯულიყავი“. ასეთ დროს ჩვენ მტკიცე რწმენა უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო სიმამაცის მაგალითი შეგვიძლია იობის ისტორიიდან ავიღოთ. ძალიან ცოტა ჩვენთაგანი დატანჯულა მის მსგავსად - იობმა დაკარგა შვილები, ქონება, ჯანმრთელობა. მეგობრებმა ის პირფერობაში და ტყუილში დაადანაშაულეს. რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ იობის ე.წ. მეგობრები იარაღები იყვნენ ეშმაკის ხელში. არა მგონია ისინი ხვდებოდნენ, რომ ეშმაკი მათ იობის სასოწარკვეთლებაში ჩასაგდებად იყენებდა.

მაგრამ ღვთისნიერმა იობმა არ მოუსმინა მათ და თქვა: „[…თუნდაც ღმერთი მკლავდეს, მე მაინც ვენდობი და მწამს მისი...]“ (იობის 13:15, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი). იობმა არ დაუშვა, რომ ეშმაკს მის გონებაში ღმერთისადმი ეჭვი ჩაეთესა. ის ვერ ხვდებოდა, რატომ დაემართა მას ასეთი საშინელებები, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ იცოდა, რომ ღმერთს ის არ მიუტოვებია და შესაბამისად ღმერთის სიყვარულში არ დაეჭვებულა.

ჩვენც იგივეში უნდა ვიყოთ დარწმუნებულები. ნუ დაეჭვდებით ღმერთის სიყვარულში. თქვენც უთხარით საკუთარ თავს: „თუნდაც ღმერთი მკლავდეს, მე მაინც ვენდობი და მწამს მისი“. ნუ შეეცდებით გაიგოთ ყველაფერი და ყველა კითხვას გასცეთ პასუხი. როგორც იტყვიან: „მორჩლება აუცილებელია, ყველაფრის გაგება არც თუ იმდენად“.

ტანჯვა ასევე გვახსენებს იმას, რომ ჩვენც ისეთივე გზით მივდივართ, როგორც ღმერთის დიდებული წმინდანები. პირველი ეკლესიის მორწმუნეებიც იტანჯებოდნენ, ისინი ხომ დევნაში იმყოფებოდნენ. ჩვენ კი ტანჯვას გვაყენებენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი არ ესმით, ანდა ჩვენი ოჯახის წევრები, რომლებიც ზურგს გვაქცევენ. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ტანჯვას შეუძლია და უნდა მივყავდეთ ღმერთის მადლიერებისაკენ.

„ჩემო უფალო, მაპატიე რომ მე იოლი ცხოვრება მინდოდა. ალალად გეტყვი, რომ არ მინდა დავიტანჯო და არ მსურს რაღაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიდიოდეს. მაგრამ გთხოვ, დამეხმარე შევინარჩუნო პოზიტიური შემართება და რწმენა იმისა, რომ შენ ჩემს ტანჯვას ჩემდა სასიკეთოდ გარდაქმნი. უფალი იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ, ამინ“.

读经计划介绍

გონება ბრძოლის ველი

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...

More