გონება ბრძოლის ველი预览

არ დანებდეთ!
„სიკეთის კეთებისას, სწორად და ღისრეულად მოქცევისას, დაე ნუ დავღონდებით სულით, ნუ დავიღლებით და ნუ დავსუსტდებით, რადგან გარკვეულ დროს მოვიმკით ნაყოფს თუ არ მოვიქანცებით, სიმტკიცეს არ დავკარგავთ და არ დავნებდებით!“ - გალატელთა 6:9, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
- „მე უკვე ოცდასამი წელია ქრისტიანი ვარ“, - თქვა შერილმა - „და დღემდე არანაირი სულიერი ზრდა არ განმიცდია. ისეთივე სუსტი ვარ ახლა, როგორიც ვიყავი მაშინ, როდესაც ქრისტე ვიწამე. საერთოდ არ შევცვლილვარ. არც კი ვიცი, რამდენად ღირს კიდევ ძალისხმევა“.
ის აგრძელებდა თავის წარუმატებლობებზე საუბარს და თან მის ლოყებზე ცრემლები მოედინებოდა.
- „ვიცი, სხვადასხვა ვითარებებში რა იქნება სწორი საქციელი, მაგრამ ასე არ ვიქცევი. ზოგჯერ კი პირიქით, იმას ვაკეთებ, რაც არასწორია. აბა როგორი ქრისტიანი ვარ ასე თუ ვიქცევი?“
- „ჩემი აზრით, სულიერად ზრდის პროცესში მყოფი ქრისტიანი ადამიანი ხარ“ - ვუპასუხე მე.
შერილის სახის გამომეტყველება გაოცებისაგან შეიცვალა.
- „სულიერად ზრდის პროცესში? ამას სერიოზულად ამბობ?“
- „დიახ, სრული სერიოზულობით. შენ რომ სულიერად არ იზრდებოდე, ახლა შენი წარუმატებლობის გამო არ იტირებდი, კმაყოფილი იქნებოდი იმ სულიერი განვითარებით, რომელიც ამ წუთისათვის გაგაჩნია და მხოლოდ იმაზე ისაუბრებდი, რაც კარგად გამოგდის“.
- „არც კი ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ხშირად ვიქცეოდი არასწორად“.
ამ სიტყვებზე ვუპასუხე, რომ ყველა ჩვენთაგანი დრო და დრო არასწორად იქცევა, რადგან არავინ ვართ სრულყოფილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეშმაკს უნდა მივცეთ უფლება ყოველ წამს ჩვენს შეცდომებზე და სისუსტეებზე მიგვითითოს, რათა საკუთარი თავი წარუმატებელ ადამიანებად არ აღვიქვამთ და არ დავნებდებით.
ღმერთს კი სურს, რომ რამდენჯერაც არ უნდა დავუშვათ შეცდომა და დავეცეთ, მაინც არასოდეს დავნებდეთ. სულიწმინდა კი მუდამ მიგვითითებს სწორი გზისკენ.
ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს წარუმატებლობებზე და შეცდომებზე და განვკიცხოთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ არ ვართ სულიერად ისეთი განვითარებულები, როგორებიც უნდა ვიყოთ ქრისტეს რწმენის მიღებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. ეს ეშმაკის მახეა - გაიძულოთ გამუდმებით იფიქროთ თქვენს წარუმატებლობებსა და სისუსტეებზე. თუ ჩვენ ყურადღებას განუწყვეტლივ ჩვენს შეცდომებსა და სუსტ მხარეებზე გავამახვილებთ, ეშმაკს უპირატესობას მივცემთ, რაც მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება, რომელსაც ჩვენი გონება წარმოადგენს.
ის, რომ ჩემი მეგობარი გულდაწყვეტილი იყო თავისი სულიერი ზრდის პროცესის შეფერხებით, მიუთითებდა იმაზე, რომ თავად პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ ის ამას ვერ ამჩნევდა. სულიწმინდის დახმარებით, ჩემ მეგობარს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ეშმაკს და დაიბრუნოს მის მიერ წართმეული „ტერიტორიები“.
როგორც ჩანს, შერილი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ქრისტიანული ცხოვრება მაშინ არის წარმატებული, როდესაც ერთ დიდ გამარჯვებას მეორე გამარჯვება მოსდევს. დიახ, ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ძირითად შემთხვევებში, გამარჯვებას ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ეს ჩვენს სულიერ ზრდასაც შეეხება: ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ რამდენად გავიზარდეთ და წინ წავედით. თუ ეშმაკი შეძლებს დაგვარწმუნოს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად, განუწყვეტლივ უნდა მივაღწიოთ დიდ გამარჯვებებსა და წარმატებებს, მაშინ ის შეძლებს ჩვენ გონებაში „სიმაგრის“, ანუ დაბრკოლების შექმნას.
შერილს და ამგვარ ვითარებაში მყოფ ყველა ქრისტიანს ვურჩევ, რომ დაუკვირდნენ პავლე მოციქულის სიტყვებს. ის მოგვიწოდებს არ დავნებდეთ, როგორც ბიბლიის სხვა თარგმანში ვკითხულობთ - არ დავღონდეთ. ანუ, ის გვეუბნება: „არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა“.
ცხოვრება - ბრძოლაა და ეშმაკი სრულ მზადყოფნაშია, რომ თავს დაგვესხას, დაგვძლიოს და გაგვანადგუროს. ჩვენს ცხოვრებაში არ დადგება ისეთი დრო, როდესაც ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევე აღარ მოგვიწევს. მაგრამ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. ჩვენს გვერდით უფალი იესო ქრისტეა და ის მუდამ მზად არის გაგვაძლიეროს და წინ სვლაში დაგვეხმაროს.
ჩემი მეგობარი თავის წარუმატებლობებზე აგრძელებდა საუბარს, მე კი მის წარმატებებს ვახსენებდი:
- „შენ თვლი, რომ შენ არაფერი გამოგდის, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. შეიძლება რაღაცაში ვერ მიაღწიე წარმატებას, მაგრამ ნუ გავიწყდება ის, რაშიც მიაღწიე. შენ არ დანებდი და წინ სვლა განაგრძე“.
„არ დაღონდე! არ დანებდე!“ - ყველას გვჭირდება რომ ვიღაცამ ეს სიტყვები გვითხრას და საჭროა, რომ ამ სიტყვებს ხშირად ჩავუფიქრდეთ. მე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები მახსენდება: „..."ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ“ (იხილე ესაიას 43:1-2).
ეს ღმერთის აღთქმაა. ის არ დაგვპირდა, რომ ყველა სირთულეს და არასასიამოვნო ვითარებას აგვარიდებდა, მაგრამ ის დაგვპირდა, რომ ასეთი ვითარებების შექმნისას მუდამ ჩვენთან იქნება. „ნუ გეშინია!“ - გეუბნებათ ის. დაფიქრდით ამაზე. ნუ შეგეშინდებათ და ნურაფერზე იდარდებთ, რადგან ღმერთი მუდამ თქვენთანაა.
„ღმერთო, ჩემი შეცდომებისა და წარუმატებლობების მიუხედავად, შენ ჩემთან ხარ და მომიწოდებ, რომ არ დავნებდე. გთხოვ, დამეხმარე მუდამ მახსოვდეს, რომ შენი დახმარებით, აუცილებლად მოვიპოვებ გამარჯვებას. უფალი იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More