გონება ბრძოლის ველი预览

„არაფრის გეკეთება არ შემიძლია!“
„მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ“. - მე-2 რჯული 30:19
როდესაც ღმერთი ჩვენს არასწორ საქციელზე მიგვითითებს, მარტივია საკუთარი თავის გასამართლებლად განაცხადოთ: „მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია!“ მაგრამ ჭეშმარიტი სიმამაცე და რწმენაა საჭირო იმისათვის, რომ თქვა: „მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და გამოვსწორდე“.
პრობლემის გადაჭრის თავიდან აცილება თავად წარმოადგენს პრობლემას. ჩვენი პრობლემები არ გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მათ უარვყოფთ. ხოლო სანამ ჩვენ პრობლემებს ვემალებით და მათზე თვალებს ვხუჭავთ, მათ ჩვენზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება აქვთ. ცოცხლად დამარხული პრობლემები არ კვდებიან.
მრავალი წლის მანძილზე უარს ვამბობდი მემუშავა იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშობაში მამაჩემის მხრიდან მოყენებული სექსუალური ძალადობის შედეგად გამიჩნდა. როგორც კი თვრამეტი წლის გავხდი, მაშინვე დავტოვე მშობლების სახლი და მეგონა, რომ ამ პრობლემებისაგანაც გავთავისუფლდი. მაგრამ ვერ ვიაზრებდი, რომ ეს პრობლემები ჩემს გულში და ფიქრებში რჩებოდა და ჩემს ქმედებებში და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდებოდა. მე ასე ვთქვათ „დავმარხე“ ჩემი წარსული. დიახ, ჩვენ არ უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენი წარსულით და უფრო მეტიც, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, დავივიწყოთ და გავუშვათ წარსული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარსულის შედეგან დამდგარი შედეგები უნდა უგულველვყოთ და თავი მოვიტყუოთ, თითქოს ტკივილს აღარ განვიცდით.
ხშირად ჩემი წარსული უარყოფითად ვლინდებოდა ჩემ განწყობასა და ქმედებებში. მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი თვითგამართლებას. მე არ ვმუშაობდი ჩემ წარსულთან დაკავშრებულ პრობლემებზე, მე უბრალოდ თვითშეცოდებით ვიყავი დაკავებული და ვამბობდი: „მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ“. დიახ, ეს ჩემი ბრალეულობით არ მომხდარა, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი ნება მიმეცა ღმერთისათვის დამხმარებოდა წარსულში მოყენებული ძალადობით გამოწვეული პრობლემებისაგან თავის დაღწევაში.
გათავისუფლების პროცესი დაიწყო იმით, რომ ღმერთმა ჩემს არასწორ ფიქრებზე მიმითითა. იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, საჭირო იყო ჩემი ფიქრების და აზროვნების შეცვლა. თავიდაპირველად, საკუთარ ფიქრებზე პასუხისმგებლობის აღებაც კი არ მინდოდა. ვთვლიდი, რომ მათთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შემეძლო და რომ ფიქრები თავისით მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ შემეძლო ამერჩია რაზე ვიფიქრებდი და რაზე არა, რომელ ფიქრებს მივიღებდი და რომელს განვდევნიდი ჩემი გონებიდან. ჩვენ არ ვართ ვალდებული მივიღოთ და დავიტოვოთ ყველა ფიქრი, რომელიც თავში მოგვდის. საჭიროა თავიდან მოვიშოროთ ყველა არასწორი ფიქრი და სწორი ფიქრებით ჩავანაცვლოთ ისინი.
ასევე მივხვდი, უარყოფითი ფიქრების წინაშე უძლურ პოზიციაში ყოფნის ნაცვლად, მე შემიძლია თავად აღვავსო ჩემი გონება სწორი და პოზიტიური ფიქრებით.
უარყოფითი აზროვნება - ჩვევაა, ისევე როგორც პოზიტიური აზროვნება. თუ ჩვენ ღმერთზე და დადებით საკითხებზე ხშირად ვიფიქრებთ, ამგვარი ფიქრები ჩვენთვის ჩვეული გახდება, ანუ ჩვევად ჩამოგვიყალიბდება. ყოველ დღე ჩვენს გონებაში ათასობის ფიქრი მოდის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ მათი კონტროლი არ შეგვიძლია, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. უარყოფითი ფიქრი თითქოს თავის თავად მოდის გონებაში, მაგრამ იმისათვის, რომ დადებითზე ვიფიქროთ, საჭიროა დიდი ძალისხმევა გამოვიჩინოთ. როდესაც ჩვენ საკუთარი აზროვნების შეცვლას დავიწყებთ, ურთულეს ბრძოლაში მოგვიწევს ჩაბმა.
ჩვენი გონება - ბრძოლის ველია, ხოლო ჩვენი ფიქრები ეშმაკის მზაკვრული ჩანაფიქრების განხორციელების ძირითადი ხერხი. თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენს ფიქრებზე არანაირი ძალაუფლება არ გაგვაჩნია, მაშინ სატანა შეძლებს ჩვენს ხაფანგში გაბმას და დამარცხებას. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს გონებას მხოლოდ პოზიტიური, კეთილშობილური, წმინდა ფიქრებისკენ მივმართავთ. ჩვენ გამუდმებით გვიწევს სხვადასხვა არჩევანის გაკეთება. რის საფუძველზე ვაკეთებთ მას? ჩვენი ფიქრების საფუძველზე. ჩვენი ფიქრები ჩვენს სიტყვებში და ქმედებებში ვლინდება.
ღმერთმა ძალა იმისათვის მოგვცა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ უარყოფით ფიქრებს და სისტემატიურად ავირჩიოთ სწორი ფიქრები. საკუთარი თავის წვრთნის შედეგად, დროთა განმავლობაში, ამ არჩევანის გაკეთება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ადვილი ხდება. უფრო მეტიც, რაც უკეთესად შევისწავლით ბიბლიას და მეტ დროს გავატარებთ მტკიცე რწმენის მქონე ადამიანებთან, მით უფრო ადვილი გახდება ჩვენთვის სწორი ფიქრებით გონების აღვსება.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა. ნაწილობრივ ასეა. მრავალ ქრისტიანს გამარჯვების მოპოვება ბრძოლის გარეშე სურს. მაგრამ ბრძოლის და სირთულეების გადალახვის გარეშე შეუძლებელია გამარჯვების მიღწევა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება რთულდება არა ბრძოლის დროს, არამედ მაშინ, როდესაც ბრძოლაში ჩვენ ღმერთის მორჩილები არ ვართ. დიახ, ბრძოლის გარეშე გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი გამარჯვება ღირს იმად რომ ვიბრძოლოთ.
სწორად ფიქრი პრაქტიკის მეშვეობით გვიყალიბდება და ეს ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ადამიანები მხოლოდ დადებითზე ფიქრს არ ვართ მიჩვეულნი. სწორად ფიქრი - სიცოცხლის საწინდარია, რომელიც უკეთესი და მარადიული ცხოვრებისაკენ მიგვიძღვება. ამიტომ ვიტყვი, რომ ნამდვილად ღირს წინააღმდეგობა გავუწიოთ უარყოფით ფიქრებს და საკუთარ გონებაში სწორად ფიქრის უნარი გამოვიმუშავოთ და განვივითაროთ.
წინააღმდეგობის გაწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც თავს ეჭვები და შიშები გვესხმის. ასეთ დროს არ უნდა ვთქვათ: „მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია“. პირიქით, რწმენით უთხარით საკუთარ თავს: “ღმერთი ჩემთან არის და ის მაძლიერებს. ის დამეხმარება გამარჯვების მოპოვებაში!“ პავლე მოციქულმა ასე თქვა: „მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას [მან მოგვაპოვებინა გამარჯვება] ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით! ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი (ერთგულნი) და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში [მთელი გულით, გულმოდგინებით, საუკეთესო გზით ემსხურეთ უფალს], რადგან იცით, რომ ფუჭი [უშედეგო და შეუმჩნეველი] არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორინთელთა 15:57-58, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი).
ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ფიქრები, მაგრამ თუ ჩვენი გონებიდან უარყოფით ფიქრებს არ განვდევნით, ამით მათ მივცემთ საშუალებას დამკვიდრდნენ ჩვენს გონებაში და ტყვედ აიყვანონ ის.
დრო დასჭირდება რომ საკუთარი თავი სწორად ფიქრს და უარყოფითი ფიქრების განდევნას შევაჩვიოთ. ეს არც ადვილი იქნება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც სწორ და პოზიტიურ ფიქრებს ვირჩევთ, ჩვენ მარადიული სიცოცხლისაკენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ.
„ყოვლისშემძლე ღმერთო, არ მომცე ნება დამავიწყდეს, რომ თავად შემიძლია ავირჩიო ჩემი ფიქრები. გთხოვ, დამეხმარე ყურადღებით ვაკონტროლო ისინი და გონებაში დავიტოვო მხოლოდ ისეთი ფიქრები, რომელიც ეშმაკის დაძლევაში და ჩემი გონების კონტროლში დამეხმარება. უფალი იესო ქრისტეს სახელით, ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More