გონება ბრძოლის ველი预览

გონება ბრძოლის ველი

14天中的第10天

აკონტროლეთ თქვენი ფიქრები

„სიხარულით და გულისხმიერებით მიმართავს ის (ნეტარი ადამიანი) თავის ფიქრებს ღმერთის კანონისაკენ და მისი (ღმერთის) სიტყვაზე (მცნებებზე, დარიგებაზე, ღმერთის სწავლებაზე) ფიქრობს (შეისწავლის და უფიქრდება მათ) ის დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით [და ეს წყლები ზრუნავენ მასზე], თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია [მიაღწევს მომწიფებულობას]. - ფსალმუნი 1:2-3, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი

„გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო შენს წინააღმდეგ... ვფიქრობ შენს დადგენილებებზე და პატივს ვცემ შენს გზებს [სიცოცხლის გზებს, რომლებზეც შენი კანონი მიმიძღვება]“. - ფსალმუნი 118:11, 15, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი

კომპიუტერის შექმნისას მასზე ამბობდნენ: „ჩატვირთვისას და გადმოტვირთვისას მხოლოდ ნაგავია“. ამაში იგულისხმებოდა, რომ უაზრო მონაცემების შეყვანისას კომპიუტერული პროგრამა უაზრო შედეგებს იძლეოდა. ამიტომ, თუ სხვა შედეგების მიღება გვსურდა, მაშინ შესაბამისი მონაცემები უნდა შეგვეყვანა. 

კომპიუტერთან მიმართებაში, აღნიშნული პრინციპი უმრავლესობა ჩვენგანისთვის სრულიად გასაგებია, მაგამ მრავალ ადამიანს ან არ ესმის, ან არ სურს რომ გაიგოს, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს ჩვენს გონებასთან მიმართებაშიც. ჩვენს ყურადღებას ძალიან ბევრი რამ მოითხოვს, მრავალ საკითხზე გვიწევს ყურადღების გამახვილება და ეს საკითხები არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ცოდვასთან იყოს დაკავშრებული. პავლე მოციქულმა თქვა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის (იხილე 1 კორინთელთა 6:12).

თუ თქვენ საკუთარ გონებაში არსებული ბრძოლის მოგება გსურთ, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ფიქრებს და იმას რაზეც ფოკუსირებული ხართ გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნიათ. რაც უფრო მეტს იფიქრებთ ღმერთის სიტყვაზე, მით უფრო გაძლიერდებით და უფრო გაგიადვილდებათ გამარჯვების მიღწევა.

ყველა ქრისტიანს არ ესმის რა სხვაობაა ბიბლიის კითხვასა და მასზე ფიქრს შორის. ისინი თვლიან, რომ ღვთის სიტყვის კითხვისას ისინი ავტომატიურად ივსებიან ღმერთის სიბრძნეებით. ისინი კითხულობენ ბიბლიიდან გარკვეულ თავს და მისი ბოლო მუხლის კითხვისას, ძალიან მწირი წარმოდგენა აქვთ წაკითხულის შესახებ. ღმერთის სიტყვაზე ფიქრი ნიშნავს წაკითხულზე ღრმა ფიქრს და წინასწარ ღმერთისათვის თხოვნას: „ღმერთო, გთხოვ შენი სიტყვით მესაუბრე, მასწავლე, დამმოძღვრე. მე ვიფიქრებ შენს სიტყვაზე, შენ კი გთხოვ, განმიცხადე შენი სიბრძნეები“.

ამ სწავლების დასაწყისში, მე პირველი ფსალმუნიდან რამოდენიმე მუხლი მოვიყვანე. აღნიშნული ფსალმუნი იწყება იმის აღწერით, თუ როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად კურთხეულად, შემდეგ კი ჩამოთვლილია ის, რაც მას კურთხეულს ხდის. მეფსალმუნე წერდა, რომ ის ადამიანი, რომელიც დღედაღამ ღმერთის სიტყვაზე ფიქრობს, ნაყოფიერი ხის მსგავსია და ის ყველა თავის საქმეში წარმატებას მიაღწევს.

მეფსალმუნე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთის სიტყვაზე ფიქრს ნაყოფი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთზე, მის ბუნებაზე და ხასიათზე, მის მიერ ნათქვამ სიტყვაზე ფიქრისას, თქვენ იზრდებით. ყველაფერი ძალზედ მარტივია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ღებულობთ იმას, რაზეც ახდენთ თქვენი ფიქრების გამახვილებას. მაგალითად, თქვენ წაიკითხეთ ღმერთის სიყვარულზე და თქვენს ფიქრებს ამ საკითხზე ამახვილებთ, ამ დროს თქვენ შეიგრძნობთ როგორ ღვივდება ეს სიყვარული თქვენში, რომელიც თქვენი მეშვეობით სხვა ადამიანების მიმართ იქნება გამოხატული.

ამის შესახებ განსაკუთრებით კარგად პავლე მოციქულის მიერ, ფილიპელთა 4:8-შია ნათქვამი: „...ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც ღირსეულია, რაც პატივის და მადლიერების ღირსია, რაც მართალია, რაც სამართლიანია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, რაც სასიამოვნოა და აღფრთოვანების ღირსია, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, - ამაზე იფიქრეთ, ამაზე გაამახვილეთ თქვენი ყურადღება [თქვენი ფიქრები] (ბიბლიის გაფართოებული თარგმანი). სამწუხაროა, რომ მრავალი ქრისტიანი ან ირჯება იმისათვის, რომ ღმერთის სიტყვა შეისწავლოს. ისინი სწავლებებს და ქადაგებებს უსმენენ, დროდადრო ბიბლიასაც კითხულობენ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებულად არ შეისწავლიან მას და არ ცდილობენ, რომ ღვთის სიტვა საკუთარი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახადონ.

გულმოდგინედ დაუკვირდით რაზე ფიქრობთ. რაც უფრო მეტს იფიქრებთ კარგზე და დადებითზე, მით უფრო მეტი კარგი და დადებითი რამ იქნება თქვენს ცხოვრებაში. რაც უფრო მეტს იფიქრებთ იესო ქრისტეზე და მის სწავლებებზე, მით უფრო დაემსგავსებით მას და მით უფრო მეტად გაძლიერდებით. ხოლო გაძლიერებისას და სულიერად ზრდისას, თქვენ შეძლებთ ყოველ ჯერზე გამარჯვება მოიპოვოთ ეშმაკთან ბრძოლებში.

„უფალო, გთხოვ დამეხმარე მეტი ვიფიქრო კეთილზე და დადებითზე. მინდა უფრო მეტად მწყუროდეს შენთან ურთიერთობა და უფრო გულმოდგინედ შევისწავლო და დავუკვირდე შენს სიტყვას, რათა ყველაფერში, რასაც ვაკეთებ და მომავალში გავაკეთებ, წარმატებას მივაღწიო. ამ ყოველივეზე ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ. ამინ“.

读经计划介绍

გონება ბრძოლის ველი

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...

More