YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 8

8
მეშვიდე ბეჭდის მოხსნა
1როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში ასე ნახევარ საათს.
2ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ. და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ.
4ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე.
5აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო მიწაზე. და იქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა.
6შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადა დასაყვირებლად.
შვიდი ანგელოზი საყვირებით
7პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
8მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
9ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი.
10მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე.
11ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.
12მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას.
13ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ცის შუაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისაგან, რომელთაც მოუწევთ დაყვირება“.

Currently Selected:

გამოცხ. 8: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in