1
გამოცხ. 8:1
ბიბლია
GEO02
როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში ასე ნახევარ საათს.
Compare
Explore გამოცხ. 8:1
2
გამოცხ. 8:7
პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
Explore გამოცხ. 8:7
3
გამოცხ. 8:13
ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ცის შუაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისაგან, რომელთაც მოუწევთ დაყვირება“.
Explore გამოცხ. 8:13
4
გამოცხ. 8:8
მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
Explore გამოცხ. 8:8
5
გამოცხ. 8:10-11
მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე. ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.
Explore გამოცხ. 8:10-11
6
გამოცხ. 8:12
მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას.
Explore გამოცხ. 8:12