YouVersion Logo
Search Icon

გამ. 18

18
ითრო მოინახულებს მოსეს და
ღმერთს სწირავს მსხვერპლს
1და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან.
2და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაბრუნებული ჰყავდა მას მანამდე,
3და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი მე უცხო ქვეყანაში.“
4და სახელი მეორისა იყო ელიეზერი, რადგან „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.“
5და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან.
6და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, და შენი ცოლი და მისი ორი ძე მასთან ერთად არიან.“
7და გავიდა მოსე თავისი სიმამრის შესახვედ-რად, და თაყვანისცა და ეამბორა მას, და მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში.
8და მოუთხრო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც გაუკეთა უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იხსნა უფალმა ისინი.
9და გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან.
10და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან, და, რომ იხსნა ეს ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან.
11ახლა კი გავიგე, რომ დიდია უფალი ყველა ღმერთზე. ეს გამოჩნდა, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე.
12და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავები ღვთისათვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე.
მოსე მსაჯულებს უნიშნავს ისრაელს
13მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე.
14და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“
15და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად.
16და როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან, და მეც განვსჯი დავას კაცსა და მის ახლობელს შორის, და ვაუწყებ მათ ღვთის წესსა და მის რჯულს.“
17და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.
18დაუძლურდებით შენცა და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, ვერ შეძლებ მარტო შენ ამის კეთებას.
19ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღვთის წინაშე და წარუდგინე ღმერთს საქმეები.
20და განუმარტე მათ წესები და რჯული, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რომელნიც უნდა აკეთონ.
21და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
22და განსაჯონ ხალხი ყოველ დროს. და იქნება, ყოველ დიდ საქმეს შენთან მოიტანენ, ყოველ მცირე საქმეს კი თავად განსჯიან. შენც შეგიმსუბუქდება და მათაც შენთან ერთად იტვირთონ.
23და თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ, და მთელი ეს ხალხიც თავის ადგილზე მივა მშვიდობით.“
24და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის ხმა და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა.
25და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები მთელი ისრაელიდან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
26და განსჯიდნენ ხალხს ყოველ დროს. დიდი საქმე მიჰქონდათ მოსესთან, ხოლო ყოველ მცირე საქმეს თავად განსჯიდნენ.
27და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში.

Currently Selected:

გამ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy