YouVersion Logo
Search Icon

გამ. 17

17
წყურვილი
1და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის.
2და წაეჩხუბა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცით ჩვენ წყალი, რომ დავლიოთ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მეჩხუბებით? რად ცდით უფალს?“
3და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და დრტვინავდა ხალხი მოსეზე და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ჩვენ ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ჯოგის წყურვილით დასახოცად?“
4და შეღაღადა მოსემ უფალს ასე: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც, და ჩამქოლავენ.“
5და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელის უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი.
6და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.“ და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელის ძეთა ჩხუბის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი თუ არ არის?“
ყამალეკის თავდასხმა ისრაელზე
და მათი დამარცხება
8და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მეჭირება ხელში.“
10და გააკეთა იესომ, როგორც მოსემ უთხრა მას, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. მოსე, აარონი და ხური ავიდნენ ბორცვის თავზე.
11და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ყამალეკი.
12და დაუმძიმდა მოსეს ხელები. და აიღეს ლოდი და შეუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე.
13და დაამარცხა იესომ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.
14და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ მოსპობით მოვსპობ ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“
15და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად: „უფალი ბაირაღია ჩემი.“
16და თქვა მან: „რადგან ხელი უფლის ტახტზეა. ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.“

Currently Selected:

გამ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy