და განუმარტე მათ წესები და რჯული, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რომელნიც უნდა აკეთონ.
და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.