გონება ბრძოლის ველი预览

ბევრად უფრო მეტი
„ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ (ნუ იდარდებთ და ნუ ინერვიულებთ) თქვენს ცხოვრებაზე, - იმაზე რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, - თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი [მეტად ძვირფასი] არ არის და სხეული - სამოსელზე [ნუთი ის უპირატესი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არ არის]? ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?“ - მათეს 6:25, 27, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
ეშმაკი დაუღალავად გვებრძვის და ბრძოლის ველს ჩვენი გონება წარმოადგენს. ჩვენი მშვინვა არის ჩვენს სულსა და სხეულს შორის, ხელშესახები ადგილი, სადაც თავად ღმერთი ბინადრობს. ის გონებისაგან, ნებისაგან და ემოციებისაგან შედგება - მისგან მოედინება ჩვენი ფიქრები, სურვილები და გრძნობები. როდესაც ჩვენი გონება გამუდმებით შფოთვაში, დარდში, ჭმუნვასა და ნერვიულობაშია, ღმერთის მიერ ბოძებული ჩვენში არსებული შინაგანი ხმა იკლებს და ბოლოს კი საერთოდ დუმდება. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ვერ შევძლებთ გავიგოთ რა არის ღმერთის ნება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ვერ გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა.
თუ ჩვენ სულიწმინდის მმართველობის მორჩლების ნაცვლად, ეშმაკს მივცემთ უფლებას შფოთვითა და დარდით აავსოს ჩვენი გონება, ხორციელი ბუნების მმართვლობაში ჩავვარდებით და ვერ შევძლებთ ღმერთის ნების აღსრულებას. რომაელთა მიმართ წერილის 8:8-ში ნათქვამია, რომ: „ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან [ათამამებენ თავის ვნენებს და ხორციელ ბუნებას], არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს, რადგან ეს ყველაფერი მიუღებელია უფლისათვის“ (ბიბლიის გაფართოებული თარგმანი). ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ უყვარხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის არასასურველია თქვენი ხორციელი ქმედებები და ის ვერასოდეს ვერ მიიღებს მათ.
ღმერთი ზრუნავს ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. მას ჩვენთვის ბევრად უფრო მეტი სურს, ვიდრე თავად გვინდა. ჩვენ მთელი ძალით წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ეშმაკის დაუსრულებელ სიცრუეს. როდესაც საბოლოოდ დავიღალე იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყო სიმშვიდე, გადავწყვიტე გამეკეთა ყველაფერი, იმისათვის რომ ის მომეპოვებინა. ვკითხე ღმერთს როგორ უნდა მოვქცეულიყავი და მან მიპასუხა: „ჯიოს, საჭიროა რომ უფრო ღრმა სულიერ დონეზე იცხოვრო“. უფრო ღრმა სულიერი დონე - სულიწმინდის დონეა.
იმისათვის, რომ დავტკბეთ იმ ცხოვრებით, რომელიც ჩვენ უფალმა იესომ გვიბოძა, ჩვენს სურვილებზე და საჭიროებებზე ნერვიულობა უნდა შევწყვიტოთ და სულიწმინდის მითითებებს და დარიგებას მივყვეთ. საკვების საჭიროება გაქვთ, ტანსაცმელი ანდა სამსახური გჭირდებათ, ბავშვებისათვის კარგ სკოლას ეძებთ, ნერვიულობთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალზე - ნუ გავიწყდებათ, რომ ღმერთმა იცის ყველაფერი და ის ყველაფერზე ზრუნავს. ნუ დაუჯერებთ სატანას, თუ ის შეეცდება ჩაგჩურჩულოთ: „ღმერთი შენზე არ ზრუნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შარში არ გაყოფდი თავს“.
თუ საკუთარ თავზე და საჭიროებებზე ზედმეტად გაამახვილებთ ყურადღებას, დრო არ დაგრჩებათ, რომ იფიქროთ სხვებზე და დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ. ჩვენ ვერ შევძლებთ ფინანსური დახმარება გავუწიოთ სხვებს, თუ განუწყვეტლივ ვნერვიულობთ და გვეშიანია, რომ სამსახურს დავკარგავთ და გარკვეული გადასახადების გადახდის საშუალება აღარ გვექნება. მაგრამ, თუ ჩვენ ვირწმუნებთ, რომ ღმერთი ყველა ჩვენს საჭიროებაზე ზრუნავს, მაშინ სიხარულით გავუზიარებთ სხვებს იმას, რაც ამ მომენტში გაგვაჩნია.
ნება მომეცით გირჩიოთ შეწყვიტოთ თქვენს საჭროებებზე ნერვიულობა და თქვენი ყურადღება ღმერთის სიტყვაზე გაამახვილოთ. ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს: „მე ღმერთს ვუყვარვარ და ვერაფერი დამაშორებს მის სიყვარულს! მე ჩემი ცოდვები ვაღიარე და მოვინანიე, ამიტომ ვიცი, რომ მან მაპატია და განმწმინდა. მას ჩემი მომავლისათვის დიდებული გეგმა აქვს განსაზღვრული, რადგან ამას მის სიტყვაში ვკითხულობ!“ (იხილე რომაელთა 8:38-39, 1 იოანეს 1:9, იერემიას 29:11).
ყოველ ჯერზე, როდესაც დარდი და შფოთვა გიპყრობთ, და გრძნობთ, რომ სიხარულს და სიმშვიდეს კარგავთ, ღმერთის სიტვას მიმართეთ, ჩაუღრმავდით მას და გაიგეთ რას ამბობს ის გარკვეულ საკითხთან მიმართებაში, ამასთანავე წმინდა წერილიდან შესაბამისი მუხლების ხმამაღლა განცხადებით გაამხნევეთ საკუთარი თავი. ღმერთს უნდა, რომ ჩვენ ყველა ვითარებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ვინ დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში? - ჩვენში არსებული სულიწმინდა! ღმერთს სურს რომ ჩვევად ვიქციოთ, რომ ყოველ ჯერზე მივმართოთ მას მადლისათვის, რადგან ის გვეხმარება ეშმაკის ყოველგვარი სიცრუესთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ასე მოქცევისას, ჩვენ ჭეშმარიტების გამარჯვების და ჩვენი ცხოვრების კეთილი და სასიხარულო ცვლილების მოწმეები გავხდებით!
„ჩემო ზეციერო მამა, მადლობას გიხდი შენი მზრუნველობისათვის და ჩემი საჭიროებების აღვსებისათვის. მე ძალიან ბევრს ვნერვიულობდი და ამის შედეგად საკუთარ თავს სიხარული და სიმშვიდე დავაკარგვინე. წვრილმანებზე ნერვიულობით, ჩემს ყურადღებას ვერ ვამახვილებდი იმაზე, რითიც შენ ავსებ ჩემს ცხოვრებას. გთხოვ, დამეხმარე გავთავისუფლდე ყველაფრისაგან, რომელიც ბორკილების მსგავსად მბოჭავს, რათა შევძლო მშვიდად და თავისუფლად გემსახურო და თაყვანი გცე შენ. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More