YouVersion Logo
Search Icon

Exodus 23

23
1ნუ დაყრი ცრუ ხმებს; მხარს ნუ დაუჭერ უკეთურს ცრუ მოწმეობით.#გამ 20:16; ლევ 19:11,12; რჯ 5:20. 2ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში. უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი; 3შეღავათს ნუ გაუწევ გლახაკს სამსჯავროში.#ლევ 19:15.
4თუ წააწყდები შენი მტრის ხარს ან ვირს, გზადაბნეულს, დაუბრუნე პატრონს.#რჯ 22:1-4.
5თუ დაინახო შენი მოძულის ტვირთქვეშ დაცემული ვირი, ნუ მიატოვებ, დაეხმარე მის აყენებაში.#23:5 ებრაულში აზრი ბუნდოვანია
6ნუ გაამრუდებ ღარიბი კაცის სამართალს დავისას.#ლევ 19:15; რჯ 16:19. 7სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ ბოროტმოქმედს. 8და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულთ და აუკუღმართებს მართალთა საქმეს.
9ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.#გამ 22:21; ლევ 19:33,34; რჯ 24:17,18; 27:19.
10ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე მოსავალი,#ლევ 25:1-7. 11ხოლო მეშვიდე წელს არ დაამუშაო, მიაგდე, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ ნაგერალი და ნარჩენით გამოიკვებნენ ველის ცხოველები. ასევე დატოვე შენი ვენახი და ზეთისხილი.
12ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.#გამ 20:9-11; 31:15; 34:21; 35:2; ლევ 23:3; რჯ 5:13, 14. 13ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეზე არ გაიკაროთ.
14წელიწადში სამგზის იდღესასწაულეთ ჩემი დღესასწაულები. 15დაიცავი უფუარობის დღესასწაული: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ მოვლენ ჩემს წინაშე ხელცარიელნი;#გამ 12:14-20; ლევ 23:6-8; რცხ 28:17-25.
16და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის მიწურულს, როცა მოისთვლი შენს ნაშრომს.#ლევ 23:15-21; რცხ 28:26-31; ლევ 23:39-43. 17წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე.
18საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავი პირუტყვის სისხლს, ნურც ჩემს სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე.
19შენი მიწის საუკეთესო პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში.#რჯ 26:2; გამ 34:26; რჯ 14:21.
ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.
20აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. 21იფრთხილე მის წინაშე და შეისმინე მისი სიტყვა, ნუ ეურჩები მას, რადგან ის არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22თუ კარგად მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23როცა წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და შევმუსრავ მათ, 24თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, და არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ დაანგრიე ისინი და შემუსრე მათი ძეგლები. 25და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს, და აგაცილებთ სნეულებას. 26არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი შენს მიწაზე, და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს. 27წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. შენი მტრების ზურგს გახილვინებ. 28და წინ წაგიმძღვარებ შიშს და გარეკავს ის ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან. 29არ მოგაშორებ მას ერთ წელიწადს, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალოს ველის ნადირი. 30თანდათანობით მოგაშორებ მას, რომ მოშენდე და დაიმკვიდრო ქვეყანა. 31გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, როცა ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და შენ მოიშორებ მათ. 32ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს. 33არ იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.“

Currently Selected:

Exodus 23: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in