Exodus 24
24
1უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი, და თაყვანი ეცით შორიდან. 2მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოჰყვეს მას.“
3და მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.“ 4და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის რიცხვისამებრ. 5და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელიანები და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. 6აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევარი აპკურა სამსხვერპლოს. 7და აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, და მათ თქვეს: „ყოველივეს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უფალმა ბრძანა.“ 8და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.“#მთ 26:28; მრკ 14:24; ლკ 22:20; 1კო 11:25; ებრ 10:29; ებრ 9:19,20.
9და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი. 10და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ცასავით კრიალა. 11ისრაელიანთაგან რჩეულებზე არ აღუმართავს ხელი ღმერთს: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს.
12და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი აქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.“ 13და ადგნენ მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე. 14და უთხრა უხუცესებს: „აქ დაგველოდეთ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.“
15და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა. 16და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან. 17და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე#24:11 ცეცხლი მოგიზგიზე: ებრ. ‘შემჭმელი ცეცხლი’ მთის მწვერვალზე. 18და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე 40 დღე და 40 ღამე.#რჯ 9:9.
Currently Selected:
Exodus 24: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა