YouVersion Logo
Search Icon

2 Peter 1

1
1სიმეონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენთან ერთად მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით. 2მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შეცნობაში.
3მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეშვეობით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, 4რითაც მოგვენიჭა უაღრესად ძვირფასი და დიადი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გახდეთ ღვთაებრივი ბუნების ზიარნი და ამ ქვეყანაში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას. 5ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სიქველე, და სიქველეს – ცოდნა, 6ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, 7ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული. 8რადგან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უმოქმედოდ და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში. 9ხოლო ვისაც არა აქვს ეს, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისაგან. 10ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, 11რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი. 12ამიტომ არ შევწყეტ ამის მუდამ შეხსენებას, თუმცა იცით და განმტკიცებულნი ხართ ჭეშმარიტებაში, რომელიც თქვენთან არის. 13სწორად მივიჩნევ, რომ ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები, გამოგაფხიზლოთ შეხსენებით. 14ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. 15ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
16რადგან ბრძნული იგავებით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა, არამედ როგორც მისი სიდიადის თვითმხილველებმა. 17რადგან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მისწვდა მას ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე მოვიწონე.“ #მთ 17:1-5; მრკ 9:2-7; ლკ 9:28-35. 18და ჩვენ გავიგონეთ ეს ზეციდან მოსული ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. 19და ახლა ჩვენ უმტკიცესად გვაქვს მონიჭებული წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ბნელ ადგილას მანათობელ ლამპარს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი აღმობრწყინდებოდეს თქვენს გულებში. 20პირველ ყოვლისა კი ის უნდა იცოდეთ, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისდათავად არ განიმარტება, 21რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

Currently Selected:

2 Peter 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy