YouVersion Logo
Search Icon

1 Peter 5

5
1თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწამე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება: 2მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. #იო 21:15-17. 3ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის. 4და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. 5ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. ერთმანეთის მიმართ ყველამ შეიმოსოს თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს უბოძებს. #იგვ 3:34 (LXX). 6მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის ჟამს. #მთ 23:12; ლკ 14:11; 18:14. 7მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. 8მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას. 9წინ აღუდექით მას მტკიცენი რწმენით, იცოდეთ, რომ ასეთივე სატანჯველი განწესებულია მთელ ქვეყანაზე თქვენი მოძმეებისათვის. 10ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა ჩვენ თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტე იესოში, სრულგყოფთ თქვენ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და გაგამყარებთ. 11ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12სილოვანეს მეშვეობით, რომელსაც თქვენს ერთგულ ძმად ვთვლი, მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ჭეშმარიტია ღმერთის მადლი, რომელშიც დგახართ. #საქ 15:22,40. 13მოკითხვას გითვლით ეკლესია ბაბილონში, თქვენთან ერთად არჩეული და მარკოზი, ჩემი ძე. #საქ 12:12,25; 13:13; 15:37-39; კლს 4:10; ფლმ 24. 14მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენ ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.

Currently Selected:

1 Peter 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy