1
2 Peter 1:3-4
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეშვეობით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რითაც მოგვენიჭა უაღრესად ძვირფასი და დიადი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გახდეთ ღვთაებრივი ბუნების ზიარნი და ამ ქვეყანაში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას.
Compare
Explore 2 Peter 1:3-4
2
2 Peter 1:5-7
ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სიქველე, და სიქველეს – ცოდნა, ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.
Explore 2 Peter 1:5-7
3
2 Peter 1:8
რადგან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უმოქმედოდ და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში.
Explore 2 Peter 1:8
4
2 Peter 1:10
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ
Explore 2 Peter 1:10
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos