YouVersion Logo
Search Icon

2 Peter 2

2
1იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე. 2მრავალნი გაჰყვებიან მათ თვითნებობას, და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. 3სიხარბით ცრუ სიტყვებით მოგიხელთებენ. დიდი ხანია განსაზღვრულია მათზე სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს. 4რადგან, თუკი ღმერთმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ბორკილებში ტარტაროზს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად, 5და თუ არც ძველ ქვეყნიერებას მოერიდა, – თუმცა დაიცვა ნოე, სიმართლის ქადაგი, სხვა შვიდ სულთან ერთად, – როცა წარღვნამ მოაღწია უღვთოთა ქვეყანაზე #დაბ 6:1—7:24. 6და ქალაქებს: სოდომსა და გომორას განადგურება მიუსაჯა, ფერფლად აქცია ისინი და ამით გამაფრთხილებელი მაგალითი მისცა მომავალ უღვთოებს, #დაბ 19:24. 7და იხსნა მართალი ლოტი, ურჯულოთა თავაშვებული ქცევით შეწუხებული, #დაბ 19:1-16. 8რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა, – 9მაშ იცის უფალმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასასჯელად შეინახოს უმართლონი, 10განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი, 11მაშინ როცა ანგელოზებსაც კი, რომელნიც უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი არიან, არ მიაქვთ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელი განაჩენი მათ მიმართ. 12ისინი კი, როგორც უგუნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, მგმობელნი იმისა, რაც არ გაეგებათ, თავიანთ გახრწნილებაში დაიღუპებიან 13და მიიღებენ უსამართლობის საზღაურს. მათ ყოველდღიური ნებივრობა ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი საკუთარი საცთურით ნებივრობენ, როცა ნადიმობენ თქვენთან ერთად. 14თვალები სავსე აქვთ მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს, გულები გაწვრთნილი აქვთ ანგარებაში. წყევლა-კრულვის შვილნი არიან. 15მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა #რცხ 22:4-35. 16და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. 17ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული. 18რადგან მაღალფარდოვანი ამაო სიტყვებით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ მათ, ვინც ეს-ესაა გაშორდა ცდომილებაში მყოფთ. 19თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. 20რადგან, თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ცოდნით ქვეყნიერ სიბილწეებს თავდაღწეულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. 21უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. 22მათ შეემთხვათ, რაც ჭეშმარიტ იგავშია ნათქვამი: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, და გაბანილი ღორი – საგორაო წუმპეს.“ #იგვ 26:11.

Currently Selected:

2 Peter 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy