Titus 1
1
1პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის რჩეულთა რწმენისა და ჭეშმარიტების შეცნობისათვის, ღვთისმოსაობით, 2საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღგვითქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს, 3და ჯეროვან ჟამს გამოაცხადა თავისი სიტყვა უწყებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღმერთის ბრძანებით – 4ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენით, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვარი ქრისტე იესოსაგან. #2კო 8:23; გლტ 2:3; 2ტმ 4:10.
5იმისათვის დაგტოვე კრეტეში, რომ მოაწესრიგო, რაც დარჩა გასაკეთებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე, – 6თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. #1ტმ 3:2-7. 7რადგან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღმერთის განმგებელი, არა თავნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა გულხარბი, 8არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, გონიერი, მართალი, თავშეკავებული, 9სარწმუნო სიტყვის მიმდევარი სწავლების თანახმად, რათა შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და ამხილოს მოწინააღმდეგენი.
10რადგან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, 11რომლებსაც უნდა აეკრას პირი. ისინი აუკუღმართებენ მთელ სახლებს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ სამარცხვინო ანგარებისათვის. 12თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე საკუთარმა წინასწარმეტყველმა:
„კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ველური მხეცები, უქნარა სტომაქები.“ 13ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. 14ყურად არ იღონ ებრაელთა ზღაპრები და იმ ადამიანთა შეგონებები, ვინც დაშორდა ჭეშმარიტებას. 15წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო ბილწთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ ბილწია მათი გონებაც და სინდისიც. 16ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.
Currently Selected:
Titus 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013