YouVersion Logo
Search Icon

Titus 2

2
1შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის ჯანსაღ მოძღვრებას, – 2რომ ბერიკაცები უნდა იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, გონიერნი, ჯანსაღნი რწმენაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
3ასევე ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მოყვარულნი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, 4რათა დაარიგონ ყმაწვილქალები, რომ იყვნენ ქმრის და შვილების მოყვარულნი, 5გონიერნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმერთის სიტყვა.
6ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ გონიერები იყვნენ. 7ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე, 8გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე.
9მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვა არ შეუბრუნონ, 10არ მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრება.
11რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, 12ჩვენს აღსაზრდელად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამქვეყნად გონივრულად, სამართლიანად და ღვთისმოსაობით. 13მოველოდეთ ნეტარი სასოებით ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, 14რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის საკუთარი ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე. #ფს 129:8; გამ 19:5; რჯ 4:20; 7:6; 14:2; 1პტ 2:9.
15ეს ილაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალმოსილებით. არავინ დაგამციროს შენ.

Currently Selected:

Titus 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in