2 Timothy 4
4
1გაფიცებ და მოგიწოდებ ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი გამოცხადებით და თავისი სუფევით, 2იქადაგე სიტყვა, მზად იყავ დროულად და უდროოდ ამხილო, შერისხო, შეაგონო სრული სულგრძელებითა და დამოძღვრით. 3რადგან დადგება ჟამი, როდესაც საღ მოძღვრებას არ შეიწყნარებენ, არამედ თავიანთი სიამოვნებისათვის შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. 4ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიიქცევიან. 5შენ კი იფხიზლე ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6რადგან მე უკვე გამზადებული ვარ შესაწირავად, როგორც საღვრელი, ჩემი წასვლის ჟამმა მოაწია. 7ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე. 8ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.
9ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან. 10რადგან დემასმა შეიყვარა ეს სოფელი და მიმატოვა. ის თესალონიკეში წავიდა, კრისკე – გალატიაში, ტიტე – დალმატიაში.#კლს 4:14; ფლმ 24; 2კო 8:23; გლტ 2:3; ტიტ 1:4. 11მარტო ლუკაღა არის ჩემთან. ხელი მოკიდე მარკოზს და თან წამოიყვანე, რადგან მჭირდება მსახურებისათვის.#კლს 4:10,14; ფლმ 24; საქ 12:12,25; 13:13; 15:37-39. 12ტიქიკოსი ეფესოში მივავლინე.#საქ 20:4; ეფს 6:21,22; კლს 4:7,8. 13მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები.#საქ 20:6. 14მჭედელმა ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთაებრ.#1ტმ 1:20; ფს 61:13; რომ 2:6. 15შენც უფრთხილდი მას, რადგან ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს.
16ჩემი პირველი თავდაცვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. 17ხოლო უფალი წარმომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და მოესმინა ყველა წარმართს. და მე თავი დავაღწიე ლომის ხახას. 18მომავალშიც დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და დამიცავს თავისი ზეციური სამეფოსათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი.#საქ 18:2; 2ტმ 1:16,17. 20ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმე ავადმყოფი დავტოვე მილეტში.#საქ 19:22; 20:4; 21:29; რომ 16:23. 21ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.
22უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ.
Currently Selected:
2 Timothy 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013