1 Timothy 2
2
1შეგაგონებ, რომ უწინარეს ყოვლისა აღასრულო ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლობანი ყოველი ადამიანისათვის, 2მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრულ ღვთისმოსაობასა და პატიოსნებაში, 3ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე, 4რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას. 5რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო, 6რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად, ეს იყო მოწმობა, რომელიც განხორციელდა თავის დროზე, 7რისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მოძღვრად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.#2ტმ 1:11.
8ამგვარად, ჩემი სურვილია, რომ ყველა ადგილას ლოცულობდნენ კაცები, წმიდა ხელების აპყრობით, რისხვისა და კამათის გარეშე. 9ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით,#1პტ 3:3. 10არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს. 11ქალი უნდა სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით. 12ქალს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ მდუმარედ იყოს. 13რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.#დაბ 2:7,21,22. 14და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და ცოდვაში ჩავარდა.#დაბ 3:1-6. 15თუმცა გადარჩება შვილიერებით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში წესიერებით.
Currently Selected:
1 Timothy 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013