1 Timothy 1
1
1პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, ქრისტე იესოს ბრძანებით.
2ტიმოთეს, ჩემს ერთგულ შვილს რწმენაში:
მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.#საქ 16:1.
3როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და 4ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით. 5ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით, 6რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ფუჭსიტყვაობისაკენ; 7მათ სურთ რჯულის მოძღვარნი იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
8ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კარგი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას. 9ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის კი არ არის დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, მამის და დედის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, 10მეძავთა და მამათმავალთა, ადამიანებით მოვაჭრეთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და სხვათათვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას, 11თანახმად კურთხეული ღმერთის დიდების სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
12ვმადლობ მას, ვინც მომცა ძალა – ჩვენმა უფალმა ქრისტე იესომ, რომელმაც სარწმუნოდ შემრაცხა და განმაწესა მსახურებად, 13მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და მოძალადე ვიყავი, შემიწყალა, რადგან ასე ვიქცეოდი უმეცრებისა და ურწმუნოების გამო. #საქ 8:3; 9:4,5. 14და უფრო მეტად გამრავლდა ჩემში ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში. 15სარწმუნოა და მთლიანად შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოევლინა ქვეყნიერებას ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. 16სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ ჩემში იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა მთელი თავისი სულგრძელება სამაგალითოდ მათთვის, ვინც ირწმუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
18ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კარგმა მეომარმა, 19გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი. 20მათგან არიან ჰიმენეოსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ გმობდნენ.
Currently Selected:
1 Timothy 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013