ამგვარად, ჩემი სურვილია, რომ ყველა ადგილას ლოცულობდნენ კაცები, წმიდა ხელების აპყრობით, რისხვისა და კამათის გარეშე. ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს.