1 Thessalonians 1
1
1პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა. #საქ 17:1.
2მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისათვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ 3ვიხსენებთ რა ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და იმედიან მოთმინებას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ. 4ვიცით თქვენი რჩეულება, ძმებო, რომლებიც ღმერთმა შეგიყვარათ. 5რადგან ჩვენი სახარება თქვენს მიმართ იყო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და მრავალი მოწმობით და თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის. 6თქვენ გახდით მბაძავნი ჩვენი და უფლისა, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით;#საქ 17:5-9. 7ისე რომ, თქვენ გახდით სახე ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში. 8რადგან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილს მისწვდა თქვენი რწმენა ღმერთისადმი. ისე რომ, არაფერი გვრჩება სათქმელი. 9რადგან ისინი თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ მოიქეცით კერპებისაგან ღმერთისაკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, 10და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ.
Currently Selected:
1 Thessalonians 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013