Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 6

6
1მაშ, მისმინეთ და შეიგნეთ, მეფენო, ისწავლეთ მთელი დედამიწის მსაჯულნო!
2ყურად იღეთ, მრავალთა მბრძანებელნო, ქედმაღლურად რომ დაჰყურებთ ხალხებს!
3უფალმა მოგანიჭათ ძალაუფლება, უზენაესმა – მეუფება; ის გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის.
4რადგანაც მისი სამეფოს მსახურნი იყავით, მაგრამ სამართლიანად არ განსაჯეთ, არც სჯული აღასრულეთ და არც ღვთის ნებისამებრ წარმართეთ თქვენი ნაბიჯი.
5თავზარდამცემად გამოგეცხადებათ მალე, რადგანაც მკაცრი იქნება აღზევებულთა მსჯავრი.
6საწყალი კაცი შეწყალების ღირსია, ძლიერთ კი მკაცრად მოეკითხებათ.
7რადგანაც ყოველთა მეუფე არავის მოარიდებს სახეს და არც მათ სიდიადეს შეუშინდება: მან შექმნა დიდიც და პატარაც და ერთია მისი ზრახვა ყველასთვის.
8თუმცა ძალმოსილთ მკაცრი გამოცდა ელით.
9ასე რომ, მბრძანებელნო, თქვენდამია მომართული ჩემი სიტყვები, რათა ეზიაროთ სიბრძნეს და არ დაეცეთ.
10რადგანაც სიწმიდის სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას ჰპოვებენ მასში განსწავლულნი.
11მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და შეიძენთ ცოდნას.
12ნათელი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთათვის ადვილად საჭვრეტი და მისი მძებნელნი ჰპოვებენ მას.
13წინასწარაც კი ეცხადება მისი შეცნობის მოსურნეთ.
14ვინც დილიდანვე ისწრაფვის მისკენ, არ დაიღლება, თავის კართანვე იპოვის ჩამომჯდარს.
15მისი წვდომის სურვილი გონების სრულქმნილებაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, მალე დააღწევს თავს საზრუნავს.
16რადგან სიბრძნე თვითონვე ეძებს იმას, ვინც მისი ღირსია, კეთილმოსურნედ ეცხადება გზაზე და მის ყოველ ფიქრს წინ ეგებება.
17სიბრძნის დასაბამი სწავლის უჭეშმარიტესი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა – მისი სიყვარული.
18სიყვარული კი ისაა, რომ დაიცვა მისი კანონები, ხოლო კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია.
19უკვდავება კი ღმერთთან გვაახლოებს.
20ამიტომაც მეუფებამდე გვამაღლებს სიბრძნის წყურვილი.
21ამიტომ, ტახტით და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა წარუვალი იყოს თქვენი მეფობა.
22მაგრამ რა არის სიბრძნე, ან საიდან იღებს დასაბამს? გაგიცხადებთ საიდუმლოს, არ დაგიმალავთ; ვეცდები გამოვიკვლიო თვით მისი პირველსაწყისი, ნათელი მოვფინო მისი შემეცნების არსს და გვერდი არ ავუაროთ ჭეშმარიტებას.
23შურით ჩამომდნართან ერთად არ დავადგები გზას, რადგანაც შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს.
24ბრძენთა სიმრავლე სამყაროს ხსნაა, გონიერი მეფე კი – ხალხის კეთილდღეობა.
25ასე რომ, ჩასწვდით ჩემს სიტყვებს და ეს სარგო იქნება თქვენთვის.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in