სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 19
19
1მემთვრალე მუშა ვერ გამდიდრდება და მცირედის არად ჩამგდები თანდათანობით დაკნინდება.
2ღვინო და ქალები რყვნიან გონიერთ და მეძავთა ტრფიალი სულ უფრო აღვირახსნილი ხდება.
3ხრწნილება და მატლი იქნება მისი ხვედრი და აღვირახსნილი სული წარწყმდება.
4მალემრწმენი თავქარიანია და შემცოდე თავის თავსავე ვნებს.
5გულისთქმის ამყოლი განისჯება.
6ლაყბობის მოძულე თავს დააღწევს ბოროტს.
7ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასდროს დაკარგავ რამეს.
8ნურც მტერს და ნურც მეგობარს ნურაფერს ეტყვი და, თუ ცოდვად არ ჩათვლი, ნურც გაუმჟღავნებ.
9რადგანაც ის მოგისმენს და შეიძლება აღარ გენდოს, და როცა იქნება, თავის სიძულვილს გამოამჟღავნებს.
10მოისმინე სიტყვა? შენთან ერთად მოკვდეს. ნუ გეშინია, არ დაგფლეთს.
11ბრიყვს ისევე სტანჯავს სიტყვა, როგორც მშობიარეს – ჩვილი.
12რაღა ბარძაყში ჩარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა ბრიყვის გულში.
13ჰკითხე მეგობარს, იქნებ არა ჩაუდენია, ხოლო თუ ჩაიდინა, ნუღარ ჩაიდენს.
14ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველაფერს ნუ ერწმუნები.
15ჰკითხე ახლობელს, იქნებ არ უთქვამს, და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.
16ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით; ენით კი ვის არ შეუცოდავს?
17ჰკითხე შენს მოყვასს, ვიდრე დაემუქრებოდე, და გზა მიეცი უზენაესის კანონს.
20ყოველი სიბრძნე შიშია უფლის მიმართ და ყოველ სიბრძნეში უფლის კანონის აღსრულებაა.
22ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და არც შემცოდის რჩევაშია გონიერება.
23არის ცბიერება, რომელიც სისაძაგლეა, და არის უგუნური, რომელსაც სიბრძნე აკლია.
24უფლის მოშიში უგუნური სჯობს მაღალგონიერს, მაგრამ კანონის დამრღვევს.
25არის დახვეწილი, მაგრამ უსჯულო ცბიერება, მზაკვრულად რომ იღვწის თავისი კანონის დასადგენად.
26არის ვერაგი, მწუხარედ ქედმოხრილი რომ დაიარება, მაგრამ შიგნით სავსეა მზაკვრობით.
27სახეს მალავს და თავს ყრუდ გვაჩვენებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ დაგასწრებს.
28და თუ ძალა არ ეყოფა საიმისოდ, რომ სცოდოს, დროს იპოვის და ცოდვას მაინც ჩაიდენს.
29კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი, შეხვდრისას – სახის გამომეტყველებით.
30სამოსი, სიცილი და სიარული ამჟღავნებს ადამიანს.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 19: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002