YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 97

97
1ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
2განაცხადა უფალმა ხსნა მის მიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
3გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
5უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
6რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ მეუფეს, უფალს!
7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
8მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
9განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ერებს – სისწორით.

Currently Selected:

ფსალმ. 97: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in