YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 98

98
1უფალი მეფობს; შეძრწუნდნენ ერები; ის ქერუბიმებზეა ამხედრებული, ირყევა ქვეყანა.
2უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ერებზე.
3ისინი აქებენ შეს სახელს, დიდსა და საშიშს, – წმიდაა იგი –
4და სიძლიერეს მეფისას, რომელსაც სამართალი უყვარს. შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი
5აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს! წმიდაა იგი!
6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
7ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მოწმობანი და წესდება, მათთვის მიცემული.
8უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, და აგრეთვე შურისმაძიებელი მათი ნამოქმედარის.
9აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას! რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი!

Currently Selected:

ფსალმ. 98: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in