YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 96

96
1უფალი მეფობს; ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა!
2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლითა და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
3ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს; ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
5მთები ცვილივით დადნებიან უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე.
6ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
7შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; მუხლი მოიდრიკეთ მის წინაშე ვითომ-ღმერთებო.
8მოისმენს და გაიხარებს სიონი, და ილხენენ იუდას ასულები, შენთა სამართალთათვის, უფალო!
9რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
10უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება! ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
11შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება.
12იმხიარულეთ, მართალნო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.

Currently Selected:

ფსალმ. 96: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 96