YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 95

95
1უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
2უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი.
3მოუთხრეთ წარმართებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები.
4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქები მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის,
5რადგან ერების ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შექმნა ცანი.
6მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში.
7შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
8შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
9თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდით მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
10უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!“ ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
11გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
12გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი
13უფლის წინაშე, რადგან ის მოდის, რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ერებს – თავისი ჭეშმარიტებით.

Currently Selected:

ფსალმ. 95: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 95