YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 94

94
1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
2სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას.
3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული;
4რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია.
5მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
6მოდით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე!
7რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
8„ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს, უდაბნოში
9რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
10ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ, და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.
11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.“

Currently Selected:

ფსალმ. 94: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy