YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 77

77
1მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, ჩემი რჯული; ყური მიაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2ისმინეთ, იგავებისთვის გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3რაც მოვისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა რაც გვიამბეს,
4არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის;
6რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი
8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9ძენი ეფრემისა აღჭურვილნი უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11საქმენი მისი დაივიწყეს და სასწაული, მათ რომ მოუვლინა.
12მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები,
14და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
15გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16გამოადინა ნაკადები კლდიდან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისათვის.
19და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: „შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?“
21ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და რისხვა ისრაელზე აღზევდა,
22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ.
23და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭეები;
24და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ.
25ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი,
27და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მიწა-მტვერი, და ვითრაცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი.
28და ჩამოყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, მათი საცხოვრისების გარშემო.
29ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ,
31რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33და დაასრულა ვითარცა ამაოება მათი დღეები და მათი წლები – ძრწოლით.
34როცა ხოცავდა, მაშინ ეძებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ.
35და იხსენებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა, და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36და ელაქუცებოდნენ მას პირით, და ენით ეცრუებოდნენ მას;
37რადგან არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38და ის – გულმოწყალე – შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება.
40რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას.
41და ცდიდნენ უფალს ისევ და ისევ, და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს.
42არ გაიხსენეს ხელი მისი, დღეების, როცა დაიხსნა ისინი მტრისაგან;
43როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში თავისი სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე;
44როცა გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45მიუსია მათ მწერი, და – მყვარი, რომ დაეღუპათ ისინი.
46და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას;
47სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და ლეღვიანები მათნი – თრთვილით;
48და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი;
49მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები;
50გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა;
51განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში.
52ცხვარივით გაირეკა თავისი ერი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53ფხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მიწები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ისრაელის ტომები.
56კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი უკან ბრუნდებოდნენ
58განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური.
59მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი.
60და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ.
62და გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა.
64მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს.
65და გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს.
69მოაწყო ცასავით თავისი ტაძარი, დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა.
70ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ის ცხვრის ფარებიდან.
71ცხვარს დასდევდა, და წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – თავისი ერი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი.
72და მწყემსა ისინი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ.

Currently Selected:

ფსალმ. 77: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 77