YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 76

76
1გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ასაფის ფსალმუნი.
2ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ; ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
3ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძებ; ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
4გავიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული.
5თვალი არ დამახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
6ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს;
7გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი:
8„ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს?
9ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
10ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული?“
11და ვთქვი: „აი, ჩემი უბედურება – შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.“
12გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
13ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
14ღმერთო, წმიდაა შენი გზა! რომელი ღმერთია შენსავით დიდი?
15შენა ხარ ღმერთი სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ერებზე ძლიერება შენი.
16შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი – ძენი იაკობისა და იოსებისა.
17როდესაც გიხილეს წყლებმა, ღმერთო, როდესაც გიხილეს წყლებმა, ახმაურ ზღვათა უფსკრულებიც კი შეძრწუნდნენ.
18გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა მოსცეს ცათა, შენი ისრებიც გაფრინდნენ.
19შენი გრგვინივის ხმა ცის თაღზე – გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
20ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი – დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
21უძღოდი, ვითარცა ფარას, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.

Currently Selected:

ფსალმ. 76: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 76