YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 78

78
1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
2მისცეს შენი მორჩილების მძორი საჯიჯგნად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს.
3დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა.
4სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხარად ასაგდები და დასაცინი – ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
5როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული? და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
6გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, და იმ სამეფოებზე,
7რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
8ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
9დაგვეხმარე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
10რატომ უნდა თქვან ხალხებმა: ცნობილი გახდეს წარმართთა შორის, ჩვენს თვალწინ, შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.
11მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ, შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
12დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
13ხოლო ჩვენ – შენი ხალხი გაქებთ მარადჟამს; თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.

Currently Selected:

ფსალმ. 78: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in