ფსალმ. 75
75
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
3და იყო შალემში მისი კარავი და მისი სავანე – სიონში.
4იქ შემუსრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი.
5ბრწყინვალე ხარ და ძლიერი სანადირო მთებზე მეტად.
6გაიძარცვნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ, მეომრებს
7შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც.
8შენ საშიში ხარ, და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
9ციდან მოგვასმინე სამართალი, დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა,
10როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად.
11რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, რისხვის ნატამალს მოთოკავ.
12აღუთქვით და გადაუხადეთ უფალს, თქვენს ღმერთს; ყველამ – მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
13ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.
Currently Selected:
ფსალმ. 75: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002