ფსალმ. 74
74
1გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, ახლოსაა შენი სახელი. ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.
3„როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
4ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი: – მე გავამაგრე მისი სვეტები.“
5ვუთხარი ამპარტავნებს: ‘ნუ იამპარტავნებთ!’ და ბოროტეულებს: ‘ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას.
6ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნული ქედით.“
7რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდან არის აღვსება კაცისა.
8არამედ ღმერთი მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
9რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს იქიდან, მის თხლესაც კი სწურავენ, და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
10ხოლო მე მარადის ვაუწყებ, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.
11ბოროტთა რქებს ერთიანად შევმუსრავ, მართლის რქები კი უნდა ამაღლდეს!
Currently Selected:
ფსალმ. 74: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002