YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 73

73
1მოძღვრება. ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო, სამუდამოდ, და
2გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, ტომი შენი სამკვიდრო, რომელიც შენ იხსენი, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა!
3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისაკენ! ყოველივე დაუნგრევია მტერს წმიდაში.
4შენი მოდავენი ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5ემსგასებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთი და ცულით.
7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8თქვეს თავიანთ გულში: დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი, და არავინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს როდემდე გაგრძელდება ასე.
10ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე!
12ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი, ადრიდანვე
13შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს;
14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშორე ძლიერი მდინარენი.
16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18უფალო, გაიხსენე ეს: მტერი გაგინებს შენ, და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20მიხედე აღთქმას! რადგან აივსო
21ნუ დაუბრუნდება ჩაგრული გაწბილებული, ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს!
22აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.
23ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას; შენი მტრის ღრიალს, მუდამ რომ ამოდის!

Currently Selected:

ფსალმ. 73: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy