YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 72

72
1ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
2მე კი – კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები!
3რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას.
4რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე, და გამტკიცებულია მათი გვამი.
5არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ.
6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს.
7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
8ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად, ძალადობით იმუქრებიან
9მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
10ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ, და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
11და ამბობენ: „როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?“
12აჰა, ესენი არიან ბოროტნი, და უზრუნველნი ამა სოფლისა,
13ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები.
14და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი დილდილობით.
15რომ მეთქვა: „ვიმსჯელებ ასე,“ მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
16და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს – მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
17ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
18მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
19როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
20როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
21როცა გული დამიძმარდა და შიგანი დამეფლითა,
22უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
23ხოლო მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
24შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ.
25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
26ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
27რადგან აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც გაგიორგულდება.
28ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.

Currently Selected:

ფსალმ. 72: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 72