ფსალმ. 71
71
1სოლომონისთვის. ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს.
2რათა მან გაასამართლოს შენი ერი სიმართლით, და შენი ღატაკნი – სამართლიანად.
3მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს, და ბორცვებმა – სამართლიანობა.
4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
5შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
6იგი ჩამოვა, როგორც წვიმა შიშველ ველზე, როგორც წვეთები, მიწას რომ ალბობენ.
7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი, და მისი მტრები მიწა-მტვერს ალოკავენ.
10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებასა და სებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა წარმართი დაემორჩილება.
12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე.
13შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
14ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნებაა მათი სისხლი მის თვალში.
15და იცოცხლებს, და მისცემენ შებას ოქროს, და ილოცებენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
16იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი; და
17მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
18კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა!
19და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!
20დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
Currently Selected:
ფსალმ. 71: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002