ფსალმ. 69
69
1გუნდის ლოტბარს. დავითისა. გასახსენებელი.
2ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად!
3დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მძებნელნი!
4დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: „ოჰო! ოჰო!“
5ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი!“ ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
6ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ! ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ; უფალო! ნუ დააყოვნებ!
Currently Selected:
ფსალმ. 69: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002